დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა კვირეული
სოლიდარობის აქცია ქუთაისში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/08 00:14:00

"ქუთაისის ახალგზრდულმა ცენტრმა"  ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სოლიდარობის აქცია გამართა. აქციაში მონaწილეობა მიიღეს ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, არასამთავრობო სექტორმა და მედია საშუალებებმა.

 

აქციის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული მძიმე გენდრული დისბალანსის, ქალთა უფლებების დარღვევის,ოჯახში გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების შესახებ საზოგადობის ყურადღების კონცენტრირება.


აქციის მიზანზე უფრო დეტალურად საუბრობს გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი: "ჩვენ გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ,რომ მხოლოდ 8 მარტს არ უნდა დავიცვათ ქალთა უფლებები. საქართველოში ამ კუთხით მძიმე მდგომარეობაა, რადგან ჩვენ ქვეყანაში ისევ კლავენ ქალებს. ქალთა და მამაკაცთ შრომის ანაზღაურება ჯერ კიდევ  არაა თანაბარი. პარლამენტში დ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისევ ნაკლები ქალია. ქალები არ არიან წარმოდგენილი მაღალ თანამდებობებზე. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მოვუწოდოთ,რომ ქალებს შესწევთ უნარი, აკეთონ ბევრი კარგი საქმე. ქალები და მამაკაცბი უფლებრივდ თანასწორნი არიან!"

 

"ბოლო 3 წელია, ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უერთდება 8 მარტის ქციას. ეს აქცია არის ზოგჯერ საპროტესტო,ზოგჯერ კი სოლიდარობის ხასიათის. წლევანდელი აქცია არის სოლიდარობისთვის,რათა ქალებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათი გააქტიურებისთვის, მათი სამოქალაქო ჩართულობისთვის,ოჯახში თუ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებითვის.


საქართველოს მოსახლეობის 75% თვლის, რომ ოჯახში მთავარი ფიგურა მამაკაცია. დღეს ყოველი მესამე ქალი აღიარებს, რომ ის ყოფილა ქმრის ან ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ეს არის ზუსტად პრობლემა, რომელიც კარგად უნდა დავინახოთ."-განაცხადა ქუთაისის ახლგაზრდული ცენტრის მმართველთა საბჭოს წევრმა, აკაკი საღინაძემ.

 

შეგახსენებთ, ჩატარებული კვლევის თაანახმად, გამოკითხულთა 52% -ის აზრით,თუ ქალს შეურაცხყოფას აყენებს მისი პარტნიორი, ამაში არ უნდა ჩაერიოს საზოგადოება.


ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია