დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
სოფო ზვიადაძე: "ეს პროექტი მარტო ინვესტორის გემოვნებას არ უნდა მოერგოს“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/07 13:35:01

 ქუთაისის ცენტრში,დავით აღმაშენებლის მოედანზე სწარაფი კვების ობიექტის მაკდონალდსის მშენებლობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გასცა ადგილობრივმა თვითმმართველობამაც, მანამდე კი მშენებლობის დაწყება შესაძლებლად ჩათვალა კულტურული მკვიდრეობის სააგენტომც.

 ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები,რაც წინ უძღვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებულმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ქუთაისის მერიაში მიმართვა მიიტანეს და მათი აზრი  ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითაც დააფიქსირეს.

 

საინიციატივო ჯგუფი რ ეთანხმება მერიის გადაწყვეტილებას, მისთვის არსებული სამშენებლო პროექტი მიუღებელია და თვლის ,რომ სააგენტომ ნაჩქარვად მიიღო გადაწყვეტილება. კანონი კულტურული მემკვიდრეეობის შესახებ კრძალავს ასეთ პროექტს,რომელიც ქმნის სავტომობილო ნაკადის დამატებითი ნაკადის შექმნას ( მუხლი 35. 5), შესაბამისად პროექტში გათვ ალისწინებული MC  DRIVE-ს მომსახურება, აგრეთვე პარკინგის დომინანტურობა არღვევს კანონს, ტერიტორიის პნორამას დ მხატვრულ-არქიტექტურულ მთლიანობას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალში, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს და მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები საპროექტო ჯგუფისათვის.

 

პროექტის დაგეგმვა-განხორციელებაში არ მომხდარა ურბანისტების, არქიტექტორების თუ დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართვა. პროექტის საჯარო განხილვა ქუთაისის მერიაში გაიმართა მაშინ, როდესაც ის უკვე დამტკიცეული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.-ნათქვვმია მიმართვაში

 

ჯგუფის წევრებმა მერიას მიმართეს შემდეგი მოთხოვნებით:

 

·  გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტუებული იქნება დარგისსპეციალისტებით არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებით, რომელიც გაწერს ქალაქის ინტერესებზე მორგებულ საპროექტო დავალებასრაც შემდგომში გახდება აღნიშნული ობიექტის სწორი განაშენიანების საფუძველი.

 

· მერიამ, საკრბულომ და კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იმუშაოს კომისიასთან  პროცედურების მაღალი გამჭვირვალობით;

 

·  დავით აღმაშენებლის მოედანზე განსახორციელებელ პროექტებზე გამოცხადდეს კონკურსი;

 

·  პროექტები უნდა ითვალიწინებდეს  ისტორიული ლანდშაფტის თავისებურებას და ტრადიციულადჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის ხასიათსა და მხატვრულ-არქიტექტურულ მთლიანობას.

                                         .

 

·  პროექტებმა არ უნდა გამოიწვიოს მწვანე საფარის შემცირება და არ გააუარესოს ეკოლოგიური მდგომარეობა

„ აღნიშნული ტერიტორია არ არის ჩვეულებრივი ტერიტორია,ამიტომ კონკურენტუნარიანი პროექტის შესაქმნელდ საიჭიროა კონკურსის გამოცხადება.

გამჭირვალე კონკურსი არის,ამ შმთხვევაში ყველაზე ლოგიკუი გამოსავალი. ხაზი უნდა გავუსვათ რომ აღნიშნული ტერიტორია არის კულტურული მემკვიდრეობის არეალი,შესაბამისად მასზე ვრცელდება სხვა რეგულაციები და რადგან ამ საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესიც მაღალია,ეს პროექტი მარტო ინვესტორის გემოვნებას არ უნდა მოერგოს.“-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა სოფო ზვიადაძემ

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია