დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ნატო ქათამაძის ძალისხმევით სასამართლომ ქუთაისში ბენზოგასამართი სადგურის უკანონო მშენებლობა შეაჩერა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/03 01:26:19

 

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც საცხოვრებელი კორპუსებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილია, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. ამ პროცესს ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.


ერთ-ერთმა  ადგილობრივმა მცხოვრებმა, დალი ბარაბაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია, ჯავახიშვილის ქუჩა 2016 წლის თებერვლიდან  ქალაქის მეორე ზონაა და კანონით აკრძალულია  აირგასამართი, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა. ამიტომ მერია მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაეცა 2016 წლის დეკემბერში. მოსახლეობამ პროტესტის საპასუხოდ მერიისგან მხოლოდ 2008 წლის ბრძანების ამონაწერი მიიღო, სადაც წერია, რომ ჯავახიშვილის ქუჩა მესამე ზონაა... რაც, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია...


მოსახლეობამ დასახმარებლად თავისი რაიონის (გამარჯვების ოლქის) მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, ქალბატონ ნატო ქათამაძეს მიმართა.


დალი ბარაბაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს: „ აქ არის სიცოცხლისთვის ბრძოლა და ერთადერთი,  ვინც გვერდით დაგვიდგა თავიდან და დღემდე ჩვენთანაა, ნატო ქათამაძეა“. მოსახლეობის წერილის საფუძველზე მაჟორიტარმა შეისწავლა მშენებლობის ირვლივ არსებული მასალები, ომელშიც ბევრი შეუსაბამობა აღმოაჩინა, რის გამოც ნატო ქათამაძე  მოსახლეობას მშენებლობის შეჩერებასა და სამშენებლო ნებართვის გაუქმებას დაჰპირდა... 


მაჟორიტარის თხოვნით საქმეში ჩაერთო ადვოკატი, ბატონი რობიზონ ხურცილავა.


1 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სასარჩელო განცხადება ქ.ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩა N24-ში მდებარე ზურაბ ფილიპიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ავტოგასამართი სადგურის, ქ.ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და შესაბამისი განჩინება გამოსცა მშენებლობის შეჩერებაზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.


ბრძოლის პირველი ეტაპი საზოგადოებისა და მაჟორიტარი დეპუტატის სასარგებლოდ დასრულდა, ახლა  სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

 

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია