დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკა გვარამიას მიმართვა ქიბარ ხალვაშს: გადაეცით ეს ტელევიზია რუსთავი2-ის კოლექტივს 100%-ით!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/03 00:19:49

რუსთავი 2-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქიბარ ხალვაშს მიმართა:

"ვერ მოგილოცავთ ნამდვილად, საქართველოში დამყარდა ოფიციალური დიქტატურა. დღეს, უზენაესი სასამართლოს 9 -ვე მოსამართლემ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დამარხა საქართველოში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, საკუთრების უფლება და საკუთარი თავიც" - განაცხადა "რუსთავი 2" -ის საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.

 

"რუსთავი 2" არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა მისი ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, საქaრთველოს საერთშორისო იმიჯი ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე დადგა, ამიტომ რუსთავი 2"-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას:

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას, ფორმალურად ის არის მაინც ძალაში. ჩვენ გქვონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერ მესაკუთრეებად რჩებიან, მათ ექნებათ საერაშორისო დავები.

 

რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ "რუსთავი" -ის სარედაცქიო პოლიტიკა საინტერესო არ არის ქიბარ ხალვაშისთვის და ეს ტელევიზია მისთვის ბიზნესია, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას დღეს "რუსთავი 2", გადაეცით "რუსთავი 2" მის კოლექტივს, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული მედია, გადაეცით ეს ტელევიზია ამ კოლექტივს, მისი 100%" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მან ქიბარ ხალვაშს ამის სანაცვლოდ იმ თანხის ანაზღაურება შესთავაზა, რასაც ის სასამართლოზე ითხოვდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია