დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისტორიიდან დღევანდელობამდე
„ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ“ - პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/01 00:37:00

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პროექტის - ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პარლამენტარები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე  დაესწრნენ.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძედა  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (ვანისა და ხონის რაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.


ღონისძიებაზე საუბარი იყო ვანის განვითარების გეგმაზე, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის როლზე როგორც რეგიონის მთავარ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. პრეზენტაციის შემდეგ  სტუმრებმა ვანში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად  აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები დაათვალიერეს.


ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.


პროექტის კომპლექსური სამუშაოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვას მოიცავსვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა.


 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია