დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანგარიში ხალხს
2016 წელს ქუთაისში 449 პროექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/01 00:02:51

ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის ანგარიში წარმოადგინეს.  განხილვას ესწრებოდნენ ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოწვეული ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.


არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, მათმა სამსახურმა  გასულ წელს კარგად იმუშავა. 2016 წლის მოსაკრებელმა შეადგინა 74000 ლარი,რაც იმას ნისნავს რომ მოსაკრებელი წინა წლებთან შედარებით 20 000 ლარითაა გაზრდილი.


 2016 წლის პროექტებიდან ჭეიშვილმა თეთრ ხიდთან აშენებული სასტუმრო გამოყო, რომელიც უკვე დასრულებულია. მან ასევე ხაზი გაუსვა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას,რომელიც 2016 წელს დაიწყო.


„ჯამში კი  2016 წელს 449 პროექტზე გაიცა მშენებლობის  ნებართვა, რაც 25 პროექტით მეტია, ვიდრე გასულ წლებში იყო" - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.


ანგარიშის მიხედვით გარე ვაჭრობიდან მიღებული მოსაკრებელი 21000 ლარითაა გაზრდილი, რაც ჯამში 90000ლარს შეადგენს. 


ერთადერთი , ბიუჯეტში კლება შეინიშნება  უნებართვო მშენებლობდან. სამსახურის უფროსის  განცხადებით, ეს ფაქტი პირიქით მისასალმებელიც კია, რადგან  გამოდის რომ უფრო ნაკლები ადამიანი არღვევს კანონს.


ადგილობრივ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსული თნხა 70 000 ლარითაა შემცირებული,თუმცა პაატა კლდიაშვილი თვლის,რომ ეს თანხა რეალურად ბიუჯეტს არ დაკლებია. მისი თქმით, ეს კლება გრძელვადიანი საარჩევნო პერიოდმა გამოიწვია, რადგან ასეთ დროს ინვესტორები ერიდებიან ქალაქში მსხვილი ინვესტიციის ჩადებას.


გასულ წელს მერიამ ადგილობრივი ქონების პრივატიზაციაზე ორმოცჯერ გამოაცხადა აუქციონი. ამ კუთხით მიღებულმა თანხამ 2 227 649 ლარი შეადგინა.


 წარმოდგენილ ანგარიშზე არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჰქონია შენიშვნები.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია