დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო მეგობრობა
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი ქუთაისში, სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/22 17:44:28

ქუთაისის მერიაში საფრანგეთის  სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ პასკალ მენიეს უმასპინძლეს.   სტუმართა შორის იყვნენ ასევე საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები.  კულტურული ურთიერთობების მრჩეველი ბატონი  ჟან ლავუა, ბატონი ტერი ბურტე - ატაშე უნივერსიტეტებთან ურთიერთობების საკითხებშიქალბატონი მატილდა კომე - ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე.


 ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა პროექტის განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ  „ახალგაზრდები ევროპისთვის“ კლუბის წევრები, ანუ იმ ახალგაზრდების დელეგაცია, რომლებიც 2016წლის  19 დეკემბერს სასწავლო          მიზნით იმყოფებოდნენ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში.  

      

„დღეს განვიხილეთ სხვდასხვა ნმიშვნელოვანი პროექტი, მათგან გამოვყოფდი ქუთაისსა და სტრასბურგს შორის დამეგობრების საკითხს, ასევე, ქუთაისში იგეგმება ფრანგული საგანმანათლებლო კუთხის გახსნა და ამ ორ ქვეყანას შორის გვინდა  პირდაპირი ფრენების ორგანიზება.  ეს გეგმები საკმაოდ რეალურია და ჩვენ მაისში უკვე დიდ დელეგაციას ველოდებით, სადაც საბოლოოდ განვიხილავთ ამ თემებს.“-განაცხადა ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობების სამსახურისს თანამშრომელმა გიორგი დათუაშვილმა.

 

შეხვედრა შეაფასა ქუთაისელმა სტუდენტმა,  პროექტ „ახალგაზრდები ევროპისათვის“ წეევრმა ნანო კირთაძემ:  „დღვანდელ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩს საქართველოში ვესაუბრეთ ჩვენი სტრასბურგში ვიზიტის შესახებ, თუ რა მივიღეთ ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ამ პროექტით. საინტერესოა ის ფაქტი ,რომ ელჩმა პირადად გაგვაცნო სამომავლო გეგმები. ამრიგად, ქუთაისელ ახალგაზრდებს აქვთ შანსი, ჩაერთონ თითოეულ პროექტში.“


„2017წელს კიდევ მოხდება  სტუდენტების გაგზავნა სტრასბურგში. ასევე,მაისში ვგეგმავთ, ქუთაისში ფრანგული რეგიონის  გუბერნატორის და  უნივერსიტეტების ლექტორების ოფიციალური ვიზიტს“.-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია