დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო დავა
ქუთათელ-გაენათელ მეუფე კალისტრატეს სასამართლოში უჩივიან
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/02/21 12:16:48

 

 

ქუთაის-გააენათის მიპროპილიტ კალისტრატეს ჟურნალისტი დალი ბარაბაძე, თანხის მითვისების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. სასამართლო პროცესი კი სხვადასხვა მიზეზთა გამო საეჭვოდ ჭიანურდება.

 

როგორც დალი ბარაბაძისგან ვგებულობთ,  2004 წელს  მეუფე კალისტრატეს კურთხევით დაარსდა გელათის სასულიერო აკადემიის  რადიო „კვალი ნათელი“, რომელიც საპატრიარქოს რადიოს ეთერით გადიოდა და რომლის რედაქტორიც თავად იყო: „50 ლარი მქონდა ხელფასი, გადაცემა ქუთაისში მონტაჟდებოდა და ყოველ კვირაში ჩამქონდა შემდეგ თბილისში. 2006 წლის ბოლოს ქუთაისის მერიაში შევიტანე წერილი რადიოგადაცემების დაფინანსების გაგარძელებაზე და ეპარქიას  ამ საკითხისთვის გამოუყვეს 8000 ლარი, თუმცა იქედან მე არაფერი შემხვედრია.“

 

როგორც დალი ბარაბაძე ამბობს, იყო მცდელობა, რომ მიეღო მისი კუთვნილი ხელფასი ამ თანხიდან, თუმცა უშედეგოდ, მიუხედევადა ამისა, მუშაობას მაინც განაგრძობდა.

 

2007 წელს გაზეთ „ქრონიკაში“ გამოქვეყნდა დალი ბარაბაძის ინტერვიუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იგი მეუფე კალისტრატემ სამსახურიდან  გაათავისუფლა.  ჟურნალისტმა საჩივარი შეიტანა სასამართლოში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ დალი ბარაბაძე სამსახურიდან  რამდენიმე მიზეზით გაათავისუფლეს: გადაცემას არ ჰქონდა ლიცენზია და რომ გაზეთში გამოქვეყნებული მისი მასალა იყო ცილისმწამებლური.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადასტურებს, რომ  ამ გადაცემას არ სჭირდებოდა ლიცენზია,  ვინაიდან იგი იყო  ერთსაათიანი და გადიოდა საპატრიარქოს ეთერით, რომელიც თავის მხრივ  ფლობდა ლიცენზიას.

 

დალი ბარაბაძის თქმით, მას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც კი მანამდე არ ცაბარებია, ვიდრე სასამართლო დავა არ წამოიწყო. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყალბი დოკუმენტები წარმოადგინა: „დოკუმენტს არააქვს ნომერი და რიცხვი, ფალსიფიცირებულია და საბუთს ხელს დირექტორის ნაცვლად, გადაცემის წამყვანი აწერს.“  ამაზე კომენტარი გააკეთა მეუფის ადვოკატმა:  „არცერთი საბუთი არ არის ყალბი, როცა მღვდელმთავარი აწერს ხელს საბუთზე, როგორ შეიძლება, ის იყოს ყალბი.“

 

საბუთები ამჟამად პროკურატურაშია და როგორც აქ განგვიცხადეს, საქმე დასრულებული არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა.

 

დალი ბარაბაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ იგი მეუფის მრევლისგან განიცდის აგრესიას: „ქადაგებები აგებულია ჩემს დისკრედიტაციაზე, მრეველს განაწყობს ჩემს წინააღმდეგ, ქუჩაში მხვდება ხალხი, რომელიც ძალიან აგრესიულადაა განწყობილი ჩემს მიმართ. ამას წინათ მოდიოდა კაცი, სტიქარი ეცვა, მოყვებოდა თან მანდილოსანი, რომელმაც გადაულაპარაკა: ესაა ის ავადმყოფი ქალი, მეუფე კალისტრატეს რომ უჩივისო.“

 

დალი ბარაბაძე კი თვლის, რომ სამწუხაროა, როცა ქვეყანაში სიმართლის მაძიებლებს ავადმყოფის იარლიყს აკერებენ, თუმცა ბრძოლას მაინც ყოველთვის აქვს აზრი.

 

სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 27 თებერვალს თერთმეტის ნახევარზე.

 

მეგი კაკაბაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია