დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/21 10:59:12

 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა.

 

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ვიცე–პრემიერი საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს

 

„სანდრომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში. მოგეხსენებათ, რომ განათლება ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს“, –აღნიშნა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერი. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს. 



ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.
ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად. 



ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია