დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ჯიპიაი ჰოლდინგ"- მა დასაქმების კამპანია ქუთაისიდან დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/20 13:02:40

სადაზღვეო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგ"-მა დასაქმების კამპანია ქუთაისიდან დაიწყო.

 

დღეს კომპანიის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.


კომპანია ვაკანსიები საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე აქვს გამოცხადებული და შერჩეულ კანდიდატებს, დასაქმებასთან ერთად, პროფესიულ გადამზადებასაც სთავაზობენ. საინტერესოა, რომ სამუშაოს მაძიებლებს შეზღუდვები არა აქვთ განათლების, გამოცდილებისა თუ ასაკის მხრივ.


ქუთაისში დასაქმების ფორუმში მონაწილებისთვის რეგისტრაცია 600- მდე კანდიდატმა გაიარა. შერჩეულ კანდიდატებს პასუხი თებერვლის ბოლოს მიეწოდებათ.

 

ცნობილია, რომ "ჯიპია ჰოლდინგი" დასაქმების ფორუმი კიდევ ოთხ ქალაქში გაიმართება: ფოთში, ზუგდიდიში, ბათუმსა და თბილისში. კომპანია სულ 300 გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია