დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის მიმართვა ბერლინიდან (VIDEO)
2017/02/16 23:14:39

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართვას ორ ნაწილად ავრცელებს.

ილია მეორე მიმართვაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.


„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.


მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.


მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.


ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“,- აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.


ვიდეომიმარტვა ნახეთ აქ 

http://1tv.ge/ge/news/view/150820.html

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია