დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებს სააღდგომო არდადეგები აღარ ექნებათ
2017/02/16 16:24:14

 

აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საჯარო სკოლები გასული წლების მსგავსად აღარ დაისვენებენ. ტერმინი სააღდგომო არდადეგებიც აღარ იარსებებს.


როგორც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზეზი არდადეგების გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატებაა.

 

“როგორც იცით, განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა”,–  სამინისტრომ ეს განმარტება გააკეთა საგანმანათლებლო გამოცემაში edu.aris.ge;  

 

შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი წელს სკოლებისთვის დასვენების დღე უკვე აღარ იქნება.

 

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია, ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია