დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/15 18:44:11

12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები -  ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

 

საკურასსაერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

 

მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

 

სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა. გამარჯვებული ღვინოებია:

 

ორმაგი ოქრო

 

ვაზიანი კომპანი - საფერავი 2015

 

ოქრო:

 

ბინეხი - საფერავი 2015

 

თელავის ღვინის მარანი - კონდოლი საფერავი 2014

 

თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო საფერავი 2013

 

მილდიანი - ქინძმარაული 2014

 

ვაზიანი კომპანი - ქისი 2015

 

მეღვინეობა ხარება - საფერავი 2013

 

ვერცხლი:

 

თელავის ღვინის მარანი - მუკუზანი 2014

 

მილდიანი - საფერავი რეზერვი 2011

 

შუმი - საფერავი BIO 2014

 

მეღვინეობა  ხარება - ქინძმარაული 2014

 

ბესინი - ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013

 

„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის”(Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

 

 

2016 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 160 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2015 წლის ექსპორტის მონაცემებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია