საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეუფე დიმიტრის პირველი კომენტარი მამა გიორგის დაკავებაზე
2017/02/13 12:12:57

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ რუსტავი2-თან პირველი კომენტარი გააკეთა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით. 

 

"გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ," - განუცხადა რუსთავი 2-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.

 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იოსებ ოხანაშვილს, ის ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.

 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.

 

კომენტარის ვიდეოვერსია ნახეთ ამ ლინკზე;

http://rustavi2.com/ka/news/67966

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია