დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„წიგნების თაროს“ გამარჯვებული ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/12 22:25:59

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის "წიგნების თაროს" გამარჯვებული გუნდი ქუთაისის ანდრია რაზმაძის 41-ე საჯარო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გახდა.გუნდმა საფინალო ბრძოლაში თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამარცხა.

 

ბრძოლა თითქმის ერთნაირი უპირატესობით მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდისათვის გადამწყვეტი საფინალო რაუნდი - ბლიცი გამოდგა. ბლიც ტურში ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე თორნიკე კობალაძე და ლუკა უშვერიძე შეერკინენ. ტური ლუკა უშვერიძის გამარჯვებით დამთავრდა, რამაც მის გუნდს ფინალური გამარჯვება მოუტანა. გადაცემაში საპატიო სტუმრის სტატუსით ლევან ბერძენიშვილი იმყოფებოდა. წიგნების თაროს წლევანდელი სეზონი ქუთაისის საჯარო სკოლის გამარჯვებით დამთავრდა.

 

გადაცემა ნახეთ ამ ლინკზე

 

http://1tv.ge/ge/news/view/150330.html


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია