დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტრო სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამას იწყებს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/09 17:14:54

2017  წლიდან განათლების სამინისტრო სკლებისთვის მცირე ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსებას იწყებს და სკოლების მოვლა-პატრონობის ბიუჯეტს განსაზღვრავს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, სკოლების მოვლაპატრონობის პროექტი საქართველოში პირველ ხორციელდება და მისი მიზანი შენობების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაა.

 

2017 წელს სახელმწიფო გამოყოფს 2, 5 მილიონ ლარს, რაც  სასწავლო დაწესებულებებში დაზიანებული ელექტროობის, სახურავის და მსგავსი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს.

 

პროცესს კოორდინაციას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები გაუწევენ. ყველა რეგიონში შეარჩევენ კონტრაქტორ ფირმას, რომელიც მომსახურებას განახორციელებს. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2017 წელს გამოჩნდა სკოლების მოვლა-პატრნობის ბიუჯეტი.

 

ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რომელსაც ჯამში აქვს 100 მილიონამდე ბიუჯეტი, თუმცა რეალურად სიტუაცია იყო ასეთიშეიძლება სკოლას ინფრასტრუქტურისთვის ქონოდა 10 ათასი ლარი, მაგრამ არ ქონდა 50 ლარი, რომ ელექტრიკოსი მოეყვანა და შეეკეთებინა კონკრეტული რამ. ასეთ საკითხებზე აქამდე თანხა არ იყო გათვალისწინებული. ყველა თანხა განიკარგებოდა ერთნაირად, ტენდერებითრომელიც გამოცხადდება და უნდა დაელოდო 6 თვე.

 

შენობის სახურავში ცოტა წყალი რომ ჩამოვა, თუ ყურადღება არ მიექცა, საძირკველში ჩავა და დასანგრევი გახდება. მერე ბედნიერად გამოვაცხადებთ ტენდერსდავხარჯავთ 5 მილიონს და ავაშენებთ ახალ სკოლას, არადა  5000 რომ დაგვეხარჯა აქამდე არ მივიდოდით. ანალიზი არის ძალიან მარტივი, რომ სადაც უვლიან სკოლას, უფრო მეტ დროს უძლებს შენობა. წელს პირველად ჩვენ გვაქვს სადღაც 2–ნახევარი მილიონი ლარი მსგავსი საკითხებისთვის.

 

 

ეს არის პირველი ნაბიჯი. შეიძლება ეს თანხა დიდად ჟღერს, მაგრამ ამოცანასთან შედარებით მცირეა. ახალი აშენებული და ახალი გაკეთებული სკოლები რაც გვაქვს, თავიდანვე ყველა ჩართული იქნება მოვლა-პატონობის რეჟიმში, რომ აღარ დაზიანდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სკოლებმა 50 წელი გაძლონ“– განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია