დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მგელაძეს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია
2017/02/09 10:30:20

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდიამონიტორისჟურნალისტს, გიორგი მგელაძეს, ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეიტანა.

 

ომბუდსმენი სადავოდ ხდიდა გიორგი მგელაძის რედაქტორობით მომზადებულ ორ მასალას –  “ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანადა ამავე თემის შესახებ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სიუჟეტსუჩა ნანუაშვილი მიიჩნევდა, რომ გიორგი მგელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

 

საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოპასუხე ჟურნალისტი, ასევე განმცხადებლის წარმომადგენელი. მათ საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები და ეპასუხათ საბჭოს წევრებისთვის დასმული კითხვებისთვის.

 

საბჭომ მსჯელობის შემდეგ ქარტიის პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია