დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრესკონფერენცია
განათლების მინისტრის საწუხარი: სკოლების საპირფარეშოები და მსუქანი, ნელა მორბენალი ბავშვები
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/07 02:45:00

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და ორი საათის მანძილზე მათ ყველა შეკითხვას უპასუხა, დაწყებული სკოლების საპირფარეშოების მოწესრიგებიდან, დამთავრებული ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების საკითხით. 

 

 თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნება, ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები - აღნიშნა მინისტრმა საუბარში და სკოლებში არსებულ მძიმე ჰიგიენურ მდგომარეობას გაუსვა ხაზი.

 

ქეისები გვაქვს, როცა სკოლას ანგარიშზე აქვს 5000 ლარი და საპირფარეშოს არ აქვს კარი, ან კიდევ, შეხვალ საპირფარეშოში და საპონი კარადის თავზეა შემოდებული, რომ ბავშვი ვერ მიწვდეს.

 

მინისტრი ასეთ სიტუაციაში დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და აცხადებს, რომ სკოლებში ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორმა დირექტორმა საყვედური უკვე მიიღო,და ისინი სამომავლო გათავისუფლების გზაზე არიან.


******

მეორე საკითხი, რაზეც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. "ბავშვების მხოლოდ 2%-დან 7%-მდეა ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში. ეს არის ტრაგედია", - აღნიშნა  ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისსტებთან შეხვედრისას, - ფიზკულტურის გაკვეთილებს ბავშვები არ არიან მიჩვეულები და ამ გაკვეთილზე ან უბრალოდ არ შედიან, ან შედიან და არ არიან ფიზიკური აქტივობით დაკავებული.

ხშირ შემთხვევაში ფიზკულტურის გაკვეთილის ჩაუტარებლობის მიზეზად ინფრასტრუტურის არარსებობა სახელდება, თუმცა,მინისტრს მიაჩნია, რომ არსებობს ისეთი აქტივობები, რომელსაც განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.

 

საერთოდ, საქართველოს სკოლებში ინფრასტუქტურის მოსაწყობად 890 მილიონია საჭირო, რაც ამ ეტაპზე სამინისტროს არ გააჩნია. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარების წახალისებას სამინისტრო რამდენიმე ნაბიჯით აპირებს:


"ერთი მიმართულება არის სკოლის დაძალება - დირექტორებთან უკვე დავიწყეთ მუშაობა. აქამდე დირექტორებზე მითითება, რომ მიექციათ ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობისთვის, არ მოქმედებდა.


ჩვენი ამოცანაა, რომ ფიზიკურ აქტივობაში ჩავრთოთ მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები, რადგან ვინც ჯეირანია, ის ისედაც ჯეირანია. ვინც არ არის ჯეირანი, მას რამე უნდა მოვუხერხოთ. თან ჩემი სიმპატია მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების მიმართ ძალიან პირადია...დირექტორს ვეუბნებით, რომ მის შეფასებაში გავითვალისწინებთ, რამდენად არის ჩართული ფიზკულტურის გაკვეთილში ყველა ბავშვი...

 

სამინისტრო ასევე გეგმავს  ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას და ამ საკითხის განხორციელებას ფედერაციების დახმარებით აპირებს. მინისტრის თქმით, უკვე შეთანხმებულები არიან ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და რაგბის ფედერაციებთან.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია