პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა უმნიშვნელოდაა გაზრდილი - ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შდეგები.
ქუთაისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016წლის საპარლამენტო არჩევნების გენდეული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“, - შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. მანამდე კი კვლევის ავტორებმა შეისწავლეს და გაანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით.
კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 წლების საარჩევნო ჭრილში განხორციელდება.
პრეზენტაციაზე სხვადასხვა სტატისტიკა წარმოადგინეს:
საერთაშორისო სტატისტიკა კი ასეთია: საპარლამენტათაშორისო მონაცემებით, საქართველო გენდერული ბალანსის მიხედვით 193 ქვეყანას შორის 119–ე ადგილზეა.
ამ ეტპზე წარმოდგენილი კვლევის შედეგებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და კვლევის ავტორი ირმა პავლიაშვილი:
„კვლევა სამ მიმართულებას მოიცავდა, პირველია საკანონმდებლო მდგომარეობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს ქალთა როლის გაზრდასთან დაკავშირებით, მეორე - არის სტერეოტიპების დამსხვრევა, რომ ქალის როლი არ არის პოლიტიკაში და მესამე - თავად შიდაპარტიულ მდგომარეობას შეეხო, პარტიებმა თავად უნდა გაზარდონ ქალთა როლი”
კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემა გაცილებით მწვავეა თვითმმართველობებში, რადგან საქართველოს მასშტაბით არცერთი ქალი არ არის გუბერნატორი ან მერი.
ზოგადად, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებისგან ჯერ საკმაოდ შორს ვართ.