დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/03 11:22:36

„ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს“,  - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ევროკომისარმაიოჰანეს ჰანმა.

 

ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დღეს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მილოცვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისრისგან, იოჰანეს ჰანისგან პირადად მიიღეს.

 

ევროკომისრის განცხადებით, ევროსაბჭო საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ პროცედურებს განაგრძობს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით მოგზაურობა უახლოეს მომავალში შეძლონ.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.

 

„ასოცირების შეთანხმებასა და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

 

 

შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია