დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიაკონ გიორგი ჯახუას მარიხუანას მოხმარებისთვის 2000 ლარი გირაო შეუფარდეს
2017/02/02 20:47:17

ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოში სასულიერო პირის, დიაკონ გიორგი ჯახუას სასამართლო პროცესი გაიმართა. ჯახუას ბრალი 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ა პუნქტის მიხედვით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული მცენარის საკუთარ სახლში მოყვანა-შენახვისთვის ითვალისწინებს 6-და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.


მოსამართლემ მოუსმინა ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველს,რომელმაც სასამართლოზე წარადგინა ჯახუას ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს,რის გამოც აწუხებს აუტანელი ტკივილები, ამიტომ იღებდა მარიხუანას, რომელსაც თვითონ მოიპოვებდა პირადი მოხმარების მიზნით.


პროკურატურის პირველი მოთხოვნა იყო 3000 ლარიანი გირაო, თუმცა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რადგან მისი განმარტებით ჯახუას ამ თანხის გადახდა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლია.


სასამართლომ    ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს  3000 -ის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რომლის გადახდაც 30 დღეში უნდა მოხდეს.


საქმის არსებითი განხილვა კი 2017 წლის 2 მარტისთვის დაინიშნა

 

 სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს გიორგი ჯახუა.  „ არ არის ამის გამო რაიმე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. ვეცდები, ეს გდაწყვეტილება გავასაჩივრო. ხალხს უნდა გავაგებინო და დავუსაბუთო, რომ  მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის დაკავება სისულელეა.“

 

 „მიუხედავად იმისა, რომ სასანართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენი მტკიცებები, ბუნებრივია, კმაყოფილები მაინც ვერ ვიქნებით იმ ფაქტით, რომ არსებული საშინელი ნარკოპოლიტიკის გამო ხდება ადამიანების გასამართლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთ მსხვერპლია.

 

ის ,რომ გირაო იქნა შეფარდებული იმ ადამაიანის მიმართ, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვს, ეს მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურას და კანონმდებლობას აქვს "  - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ


სასამართლო პროცესს ესწრებოდა „გირჩის" იმერეთის  ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი .

 

შეგახსენებთ,  დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელ სახლში 2017  წლის 16 იანვარს ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს 457 გრამი მარიხუანა. მას ბალი 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი,რაც 6- დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                             

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია