დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სასამართლოში მარიხუანის მოხმარებისთვის დაკავებულთა პროცესი ისევ გადაიდო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/31 17:42:28

ორ ახალგაზრდას, რომელთაც ჩხრეკისსას  15 გრამამდე ნედლი მარიხუანა აღმოუჩინეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ივლისის თვის შემდეეგ ედავებიან. სხვადასხვა მიზეზის გამო, სასამართლო პროცესი ჭიანურდება. დღეს დაგეგმილი პროცესი,ერთ-ერთი ადვოკატის არაგამოცხადების გამო კიდევ  გადაიდო.

 

როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მის ადვოკატს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მოსმენის გადადება ითხოვა. სასამართლომ მისი თხოვნა დაააკმაყოფილა და პროცესი 14 თებერვლამდე გადადო.


 დღეს დაგეგმილ პროცესს ასევე ესწრებოდა „გირჩის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი, რომელიც თვლის, რომ სამართალდამცავები უგულებელყოფენ საქართველოს საკონსტიტუიო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 70 გრამამდე მარიხუანის მოხმარება დასაშვებია.


„ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, როგორც ჩანს, ფარსია, რადგან რეალურად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულებს, ასევე ციხეში გაშვებულ ახალგაზრდებს, რომელთაც პირადი მოხმარების მიზნით აღმოუჩინეს რამდენიმე გრამი ნედლი მარიხუანა“ -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.


შეგახსენებთ, მომდევნო პროცესი ჩატარდება 14 თებერვალს, 14 საათზე, სადაც საბოლოოდ გადაწყდება ამ ორი ახალგაზრდა მამაკაცის ბედი.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია