დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რწმენამდე როგორ მიდის ადამიანი? - ვერიკო ანჯაფარიძისა და ილია მეორეს შეხვედრა საპატრიარქოში
2017/01/30 21:55:23

ვერიკო ანჯაფარიძის შეხვედრა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან 1981 წელს საპატრიარქოში" - ამ სათაურით ავრცელებს სოციალურ ქსელში თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელის მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დიალოგს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე:

 

ვერიკო ანფაჯარიძე: მე ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თქვენზე ლეგენდები დადის... მერეც, ამ ბოლო დროს, რაც ხანი გადის, ეკლესია მეძახის...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეიმედი დიდი ძალაა. ღამით სასაფლაოზე ბავშვი შეხვდა კაცს. ბავშვი კანკალებდა შიშით. შენ არ გეშინიაო. - ჰკითხა. არა. - აბა, გაიხედე. იმ შუქს ხედავ. აი, იმას ვუყურებ, მივდევ. იქ სოფელია. სოფელში კი იმედიაო...

 

ვერიკო ანჯაფარიძე - დიახ. იმედი რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა. იცით, მე მომიკვდა შვილი... ძალიან მიჭირს. მოულოდნელად ენერგია მომემატა... დიდი წყურვილი მქონდა, რაღაც ხმამაღლა მეთქვა და მივუძღვენი შვილს იბსენისმოჩვენებანი". მითხარით, არის თუ არა სხვა სამყარო...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: რასაკვირველია. არის.

 

ვერიკო ანჯაფარიძეიცით, მე მატერიალისტი ვარ და ამიტომ ისეთ კითხვებს გისვამთ... არ გაგიკვირდეთ. რწმენამდე როგორ მიდის ადამიანი?

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეორი გზა არსებობს... უბრალო, სტიქიური და ცოდნით. სამწუხაროდ, მოკლებული ხართ დიდ ლიტერატურას, რომელიც არსებობს ამის შესახებ. რომ გაეცნოთ მას, მაშინ ეჭვი აღარ გექნებათ. არსებობს გარდაცვალება და არა მოსპობა.

 

ვერიკო ანჯაფარიძე: ის ავტორები ალბათ, ფანატიკოსები არიან?

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: არა. მოგახსენებთ ნამდვილ მეცნიერებზე. მაგალითად ასტრონომებზე. დიდ დაკვირვებებს ახდენენ ისინი. ძალზე საინტერესოა, მაგალითად, თუნდაც, უკანასკნელ ხანს, კლინიკურ სიკვდილზე დაკვირვებები, ნამდვილად ძალიან საინტერესოა. მერე პარაფსიქოლოგია... ყოველივე ეს ძალიან გვაახლოვებს იმ ქვეყანას... თქვენ რომ ბრძანეთ, მატერიალისტი ვარო. ყველა ვართ მატერიალისტები, ოღონდ ესაა, ურწმუნო არ უნდა ვიყოთ. მატერია მაინც მკვდარია. მას განაგებს სხვა ძალა და ეს არის ღმერთი.

 

ვერიკო ანჯაფარიძერა არის ღმერთი?..

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეძალა, უზენაესი ძალა. შესანიშნავად ამბობს იოანე ღვთისმეტყველი - ღმერთი არის სიყვარული. მატერიას არ უნდა მივანიჭოთ ისეთი ძალა და უფლება, რაც ღმერთს ეკუთვნის. მატერია თავისთავად უაზროა. ის კანონებს ვერ შექმნიდა...

 

ვერიკო ანჯაფარიძე: თქვენ რასაც ამბობთ, ამის ჭკუით აღქმა კი არა, განცდითაც ძნელია... მე მგონია, ამისათვის საჭიროა ის გარემოცვა, რაც თქვენ გაქვთ... მე ვიცი, რა არის მარტოობა. საშინელ ორომტრიალში ვცხოვრობ. ბევრ ხალხთან მიხდება ურთიერთობა, მაგრამ მაინც შემიძლია მარტო ვიყო.

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეპირობებს თვითონ ადამიანი ქმნის. მთავარი ფაქტორი მაინც ადამიანია. არავის არ ექნება ისეთი ცუდი პირობები, როგორიც მე მაქვს. ხალხი ბევრი, საწუხარიც ბევრი, ცხადია, კარგიც ბევრი... მაგრამ ჩვენ მაინც ვპოულობთ დროს ლოცვისთვის...

 

ვერიკო ანჯაფარიძელოცვა გაძლევთ სიმშვიდეს?

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორედიახ. მაძლევს. მე გასწავლით ერთ ლოცვას.

 

ვერიკო ანჯაფარიძემასწავლეთ...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი"... სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები, რომელთაც არ ჰქონდათ პირობები დასვენებული ცხოვრებისათვის, ამ ლოცვით ცხონდნენ.

 

ვერიკო ანჯაფარიძე:  „უფალო იესო ქრისტე... ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი..." რა კარგია. ყოველდღე წავიკითხავ, უსათუოდ!

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:   შესანიშნავია. ამ ლოცვას აქვს 2000 წლის ისტორია. ამას განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ უდაბნოში ბერები... ძალიან ძლიერია. თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს. ხატი გაქვთ?

 

ვერიკო ანჯაფარიძედიახ. მაქვს ხატი...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:   ასევე კანდელიცაა საჭირო... უნდა დაანთოთ და ილოცოთ... ყველგან შეიძლება ილოცოთ. ადამიანი მუდამ ღმერთთანაა ამ ლოცვით. თქვენ სწორი ბრძანეთ... ჩვენ ძალიან მატერიალისტები ვართ. ადამიანი შესდგება ორი სუბსტანციისაგან. ორივეს სჭირდება საზრდო. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, სულზე ცოტას - წუთებს. იმ დროს, როცა სული მთავარია.

 

ვერიკო ანჯაფარიძემაგრამ მატერია ხომ საყრდენია?

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორედიახ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი ცხოვრება ეტაპია. მთავარი იქაა, ჩვენი სამშობლო იქაა. დიდი საქართველო იქაა.

 

ვერიკო ანჯაფარიძეთქვენ ეს გწამთ?

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემწამს... მე, იცით, ეს როდის ვიგრძენი. როცა ლოცვის დროს მოვიხსენიე ჩვენი მეფეები და პატრიარქები... ვიგრძენი კავშირი იმათთან, მათი დახმარება. ეს კავშირი საჭიროა ყველასთვის, თქვენთვისაც... თქვენი შვილი მკვდარი არაა.

 

ვერიკო ანჯაფარიძე:- მე მას ხშირად ვხედავ სიზმარში და მოვდივარ სიონში. მე მასთან კავშირი არ გამიწყვეტია. იცით, რა, ბატონო ილია, ცხოვრება სასტიკია.

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეცხოვრება იმონებს ადამიანს. ყველას კი არ შეუძლია ცდუნებიდან თავის დახსნა. მიეცემა დროის მდინარებას... ზოგი ფიქრობს, აქ ვიყო კარგად და იქ რაც იქნება, იყოსო. მართალია, მიწიერნი ვართ, მაგრამ იმის უნარი უნდა გვქონდეს, რომ ცოტათი ავმაღლდეთ.

 

ვერიკო ანჯაფარიძემართალს ბრძანებთ. უწინ იყო ასეთი ხალხი. ახლა ყველაფერი უფრო და უფრო ვიწროვდება. ლოკალური ხდება. პირობებიც ხომ საჭიროა...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორედიახ. მაგრამ მთავარი მოქმედი პირი მაინც ადამიანია. სიკეთესა და ბოროტებაში ადამიანი მუდამ მონაწილეობს. აი, მე გახლდით ახლახან საფრანგეთში. მქონდა საუბარი იქაურ ქართველებთან. ყველა მორწმუნეა. ერთმა არქიტექტორმა, კობახიძეა გვარად, მითხრა, რომ რთულია მისი ყოფა-ცხოვრება, დღედაღამ შრომაში ვარო. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის თუ გრჩებათ დრო-მეთქი, ვკითხე. - კი, განსაზღვრული დრო მაქვსო.

 

ვერიკო ანჯაფარიძედიახ. მეც ვიყავი საფრანგეთში... იქ უფრო შენახულია სარწმუნოება, იმათ კიდევ ილუზიები აქვთ...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორესამწუხაროდ, ეს ილუზიები უკვე ქრება. იყო ერთი დიდი მეცნიერი, ტარტულიანე. ის ამბობს, რომ ყოველი ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია. ადამიანს მუდამ ახასიათებს სულიერი კავშირი ღმერთთან. როდესმე ეს გამოჩნდება და ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ შეცვლის სულის მოთხოვნებს.

 

ვერიკო ანჯაფარიძენამდვილად. მეც მჯერა ეს.

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეუნდა ვეცადოთ, მივყვეთ სულის ხმას... არ დავკარგოთ კავშირი... ეს აუცილებელია.

 

ვერიკო ანჯაფარიძებატონო ილია, თქვენ გეცოდინებათ. ქრისტეს სუდარა რომ იპოვეს, ტურინის სუდარა...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორედიახ. შენახულია ის ფარჩა.

 

ვერიკო ანჯაფარიძეღმერთო, რა საინტერესოა.

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორერა თქმა უნდა. თანამედროვე ადამიანს ყველაფრის ცოდნა ადგილს აღარ უტოვებს რწმენისათვის. ადრე ქრისტეს რეალურ არსებობასაც კი უარყოფდნენ, ახლა აღიარებენ. თუ ხელი მიგიწვდებათ და 1980 წლის ჟურნალნაუკა ჟიზნის" პირველ ნომერს ნახავთ, ზუსტად ამის შესახებ წერია შიგ. პირველი საუკუნის მწერლებს აღწერილი აქვთ იესო ქრისტეს ცხოვრება... ეს ყოველივე სინამდვილეა.

 

ვერიკო ანჯაფარიძემამშვიდებს თქვენთან საუბარი... იცით, იმდენს ვიძახი: ღმერთო, ღმერთო... და არ ვიცი...

 

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეჩვენ ვილოცებთ თქვენთვის, რომ ღმერთმა გაგაძლიეროთ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია