დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკა ბესელია:მოდელი, რომელსაც ვემხრობით, არის ახალი სააგენტო სსიპ-ის ფორმით
2017/01/30 20:45:19

ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფისთვის, დღევანდელ სხდომაზეშეთავაზებული იქნა მოდელი, რომელიც  უსაფრთხოების სამსახურთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) შექმნას ითვალისწინებს მაქსიმალური დამოუკიდებლობის გარანტიებით.

 

ძალიან ბევრი, ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციებისა და მუშაობის შემდეგ, ამ დროისთვის, მოდელი, რომელსაც ვემხრობით, არის ახალი სააგენტო სსიპ-ის ფორმით. სააგენტო იქნება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული, თუმცა მაქსიმალური დამოუკიდებლობის გარანტიებით. ვთავაზობთ სააგენტოს უფროსის არჩევის ახალ წესს. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი პარლამენტის, სახალხო დამცველის, მთავრობისა და სასამართლოს მონაწილეობით. სააგენტოს უფროსს დანიშნავს და გაათავისუფება პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.

 

მისივე თქმით, შემოდის რამდენიმე დონის კონტროლი, კერძოდ: საპარლამენტო, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პროკურატურა და აუდიტის სამსახური საბიუჯეტი კუთხით, რადგან  სააგენტო იქნება დამოუკიდებელი საბიუჯეტო თვალსაზრისით.

 

ამ საინტერესო მოდელით, და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უკეთეს მოდელს ვთავაზობთ ახლა ჩვენ ყველას, იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ  ორი, ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, გათვალისწინებულია დამატებითი კონტროლის მექანიზმის შემოღება. „ჩვენ კიდევ ერთიგასაღებიშემოგვაქვს დამატებით და ის ექნება უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ მიზნისთვის საგამოძიებო მოქმედებები“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

სამუშაო ჯგუფის წევრის, „ქართული ოცნებისფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საინიციატივო ჯუფი პარლამენტს განსახილველად წარუდგენს პროექტს, რომელიც ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი გამომდინარე იქედან, რომ ის დღის წესრიგში არსებულ სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

ერთი - ეს არის შესაბამოსობაში მოყვანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მეორეუსაფრთხოების გარანტიები, და ჩვენ ამ საკითხზე ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული და მესამე - ეს არის ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით უპრეცენდენტო დაზღვევის მექანიზმებია შემოღებული ამ პროექტის მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო კონტროლს დამატებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ამას ემატება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სააგენტო, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა ძალიან გართულებულია და მაღალი ლეგიტიმაცია ექნება იმ ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებსეს ყველაფერი გვაძლევს უპრეცენდენტო დაცულობის გარანტიას“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.  სამუშაო ჯგუფის დღევანდელ სხდომას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებოდა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც  ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. აქედან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 6 იანვრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილებაელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიდა სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია