დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იცოდე შენი უფლებები
რჩევები ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, დეპორტაციის მსხვრეპლნი რომ არ გახდნენ
2017/01/29 12:46:21

ქართველი ემიგრანტი, ადვოკატი ალექსანდრე კეპულაძე ძალიან სასარგებლო რჩევებს ვრცელებს სოციალურ ქსელში იმ ემიგრანტებისათვის, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში, ახალი პრეზიდენტის მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად გარკვეულ გაუგებრობაში არიან საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ბატონ ალექსანდრე კეპულაძის რჩევებს ამ საკითხზე:

 

 - საქართველოს ბევრი მოქალაქე მიგზავნის შეკითხვებს. აინტერესებთ საკუთარი ბედი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ან მოხდება აშშ-ს პრეზიდენტის ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც საემიგრაციო საკითხებს ეხება.

იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი უფლებები და ასევე, თუ რა მეთოდებით მუშაობს საემიგრაციო და სასაზღვრო აღმასრულებელი სამსახური (Immigration and Customs Enforcement ICE), გადავწყვიტე, ეს ინფორმაცია აქ გამეზიარებინა.

 

ICE ერთ-ერთი ფედერალური სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია დეპორტაციაზე და იგი Department of Homeland Security-ის ნაწილია.

 

ვინ შეიძლება დაპატიმრებულ იქნას ICE-ს მიერ?


კანონი უფლებას აძლევს ფედერალურ მთავრობას დეპორტაცია მოუწყოს შემდეგ ემიგრანტებს:
• ნებისმიერ არალეგალური სტატუსის მქონე პირს
• ლეგალური სტატუსის მქონე პირებს (მწვანე ბარათის მფლობელებს, დევნილის სტატუსის მქონე პირებს) თუკი მათ რამე კრიმინალური კანონდარღვევა აქვთ ჩადენილი.

 

რა კატეგორიის ემიგრანტების დეპორტაციაზე აკეთებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აქცენტს?


• მათ ვისაც ჩადენილი აქვს კრიმინალი, ან კრიმინალური ბრალდება წაყენებული აქვთ, თუმცა ჯერ არ არიან დამნაშავედ ცნობილი
• მათ, ვისზეც დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იქნა და ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ იქნა მოყვანილი
• მათ, ვისაც ჩადენილი აქვს თაღლითობა, ან შეგნებულად ტყუილი ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო უწყებებს
• მათ, ვისაც ჩათვლიან რომ გარკვეული ზიანი შეუძლიათ მიაყენონ საზოგადოებას ან ეროვნულ უსაფრთხოებას.

 

შეუძლია თუ არა ICE აგენტმა ქუჩაში გააჩეროს ნებისმიერი პიროვნება, ვისაც ისინი ჩათვლიან უნდა იქნეს ქვეყნიდან დეპორტირებული?


• ICE-ს აგენტმა წინიასწარ იცის იმ პიროვნების შესახებ, რომელიც უნდა დააკავოს და შეუძლია მივიდეს ამ პიროვნების სახლში, სამუშაო ადგილზე ან დაელოდოს ქუჩაში რომ დააკავოს იგი.

 

რა უნდა გააკეთოთ თუკი ფიქრობთ რომ თქვენი დაკავების რისკის ფაქტორი დიდია?


• მოერიდეთ საემიგრაციო უწყებაში საბუთების გაგზავნას საემიგრაციო სტატუსის შეცვლის მოთხოვნით.
• თავი აარიდეთ კრიმინალურ სიტუაციაში გარევას რადგან პოლიცია თქვენი თითების ანაბეჭდებს საემიგრაციო სამსახურსაც უგზავნის.

 

როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ICE ოფიცერი გაგაჩერებთ ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში?


• როცა ICE ოფიცერი ვინმეს დაპატიმრებას აპირებს ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში, დაკავება ხდება ძალიან სწრაფად. გკითხავენ თქვენს სახელსა და გვარს და თუ ის პიროვნება ხართ ვისაც ეძებენ, შეუძლიათ დაგაპატიმრონ.


• შეკითხვის შემთხვევაში, სანამ ეტყოდეთ თქვენს სახელსა და გვარს, ჰკითხეთ ხართ თუ არა თავისუფალი რომ წახვიდეთ - (“Am I free to go?”). 

 

 • - თუკი გეტყვიან - დიახს (Yes), უთხარით რომ არ გაქვთ სურვილი მათ შეკითხვებს გასცეთ პასუხი (I would rather not speak with you right now) და გზა გააგრძელეთ.


• - თუკი გეტყვიან - არას (No), გამოიყენეთ დუმილის უფლება და უთხარით რომ ამ უფლებას იყენებთ და ასევე, გსურთ რომ გყავდეთ ადვოკატი (I want to use my right not to answer your questions, I want to speak to a lawyer) 


 • - თუკი ოფიცერი ჯიბის ჩხრეკას ან პირადი ნივთების ჩხრეკას დაიწყებს, უთხარით რომ მას თქვენ ამის უფლებას არ აძლევთ (I do not consent to a search)


• არავითარ შემთხვევაში არ მოატყუოთ ოფიცერი, ან არ შეეცადოთ გაქცევას, ან არ შეეწინააღმდეგოთ დაპატიმრებას.


• არ უპასუხოთ შეკითხვას თქვენი საემიგრაციო სტატუსის შესახებ ან თქვენი დაბადების ადგილის შესახებ. ნებისმიერი თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცი შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ.

 

თუკი ოფიცერი სახლში მოგაკითხავთ, გეცოდინებათ თუ არა რომ ის ICE ოფიცერია?


• ყოველთვის არა. გაფრთხილდით რადგან ზოგჯერ შეიძლება გითხრან, რომ უბრალოდ პოლიციელები არიან და რაღაც შეკითხვა აქვთ.

 

შეუძლია თუ არა ICE აგენტს სახლში შემოვიდეს და დამაპატიმროს?


• თუკი აგენტს არ აქვს სასამართლო ბრძანება, მოსამართლის მიერ ხელმოწერილი, არ აქვს უფლება სახლში შემოვიდეს თქვენი თანხმობის გარეშე. (კარის გაღებით, როცა დააკაკუნებენ, არ ნიშნავს რომ თქვენ მას სახლში შემოსვლის უფლებაც მიეცით). 


• ჰკითხეთ საიდან არიან და უთხარით, რომ მათთან საუბარი არ გსურთ (I don’t want to talk to you right now).

 

როგორ მოვიქცეთ თუკი აგენტი სახლშია შემოსული?


• უთხარით, რომ გავიდეს გარეთ, თუკი სასამართლო ნებართვა არ აქვს.


• თუკი სახლში თქვენი ნებართვის გარეშე შემოვიდნენ, უთხარით რომ თქვენ მათთვის ამის უფლება არ მიგიციათ (I do not consent to you being in my home, please leave)


• თუკი ოთახის ჩხრეკა დაიწყეს თქვენი ნებართვს გარეშე, უთხარით რომ მათთვის ამის უფლება არ მიგიციათ ( I do not consent to your search).

 

რა უფლებები გაქვთ დაპატიმრების შემთხვევაში?


• სიჩუმის უფლება, მოითხოვეთ ადვოკატთან საუბრის უფლება.


• ტყუილს ნუ იტყვით, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაგიუარესოთ სიტუაცია. 


• არ გასცეთ პასუხი არანაირ შეკითხვას ადვოკატთან შეხვედრამდე.


• არ მოაწეროთ ხელი არანაირ დოკუმენტს ადვოკატთან შეხვედრამდე.

 

ალექსანდრე კეპულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია