დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ვერ მეგობრობენ მოსწავლეები და მასწავლებლები?!
2017/01/28 20:49:44

ამბობენ, თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, მის საგანს სწავლობსო. იმასაც ამბობენ, პირველ მასწავლებელს არავინ ივიწყებსო. თუ ვინმეს მოსწავლეებთან  სითბო, მზრუნველობა და სიყვარული აკავშირებს ესდაწყებითების“, პირველი-მეოთხე კლასის მასწავლებლები არიან.

 

ოთხი წლის განმავლობაში თითქოს ყველაფერი რიგზეა. ბავშვს სკოლაში მიუხარია; რაც მოეთხოვება, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად სწავლობს კიდეც. გადავა მეხუთეში და უცაბედად მასწავლებლებიხდებიანარაობიექტურები, უსამართლოები, მკაცრები, მიუტევებლები, საგნები ხდება უინტერესო, ბავშვიზარმაცი, უპასუხისმგებლო. სწორედ აქ, მეხუთე კლასში წყდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ემოციური კავშირი.

 

მზრუნველობას მიჩვეული პატარა, რომელიც ყოველ დასვენებაზე ჩარბის და ყოფილ მასწავლებელს ეხუტება, დიდი და მოუქნელი სისტემის ერთ  უმნიშვნელოჭანჭიკადიქცევა. ამ სისტემას, რბილად რომ ვთქვათ ცოტა სიყვარული და ბევრი იძულებითი ვალდებულება ამოძრავებს.

 

„- შენთვის ვლაპარაკობ, თორემ მე დიდი ხანია ვიცი!“

 

„- კარგი მინდა შენთვის და იმიტომ გიწერ დაბალ ნიშანს, სამაგიეროდ მომავალში უკეთ ისწავლი! “-  ეუბნებიან ხშირად მოსწავლეს.

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნიშნით შეფასება პირველი და ყველაზე გადამწყვეტია მასწავლებლისა და მოსწავლის ყოველდღიურ ურთიერთობაში. დაუმსახურებელი ნიშნით უკმაყოფილების ტალღა ქვეცნობიერში გორდება და მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასებში, როცა გარდატეხის ასაკი მთელი რესურსით იკრებს ძალას, ურთიერთობები ჩიხში შეყავს. მით უფრო თუ კლასში ისეთი მასწავლებელი შედის, ინტროვერტი და ექსტრავერტი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოგონილი ფსიქოტიპები რომ გონია, თავს 45 წუთის ბატონ-პატრონად ასაღებს და თავისი ემოციების მართვა უჭირს.

 

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში განმსაზვრელ როლს თამაშობს პედაგოგის სამართლიანობა და სიყვარულის უნარი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ინდივიდებთან მუშაობა. იმდენად უნდა ქონდეს გამჯდარი აზროვნების თეორები, რომ მას ფიქრი არ უნდა ჭირდებოდეს, რომელი ბავშვი რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნება და როგორ უნდა მიუდგეს. რატომ ვერ გადააქვს გაკვეთილზე ზოგიერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელს  ის რაც ისწავლა? – იმიტომ რომ არ აქვს გათავისებული.

 

ამას რომ ითვალისწინებდნენ მასწავლებლები, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა საკლასო სივრცეში შეხედვა, მაგრამ  სამწუხაროდ ვერ ვითვალისწინებთ, კომპეტენცია არ გვყოფნის. რჩება გულგრილობით დაჩაგრული, მოტივაცია დაკარგული ბავშვი. ჩვენ ვიღებთ თაობას, რომელიც ემოციურად შორს არის ჩვენგან. გაცივდა ურთიერთობებიამ ჭიდილში, ერთმანეთთან შერკინებაშიიკარგება ყველაზე კარგი, ყველაზე ადამიანური.

 

ნათქვამია, „დადექით მუხლებზე რათა თქვენი თვალები ერთ დონეზე იყოს“. თუ გინდა რომ მასწავლებელი იყო, პირველ რიგში ადამიანურ ურთიერთობებს უნდა მიხედო. მოსწავლე არ უნდა შეურაცხყო შენი აღმატებულებით“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, მანანა ჯინჭარაძე.

 

უცნობი პედაგოგისგან მოსმენილი სიტყვები: „შენ არ იცი ახლა როგორი თაობა მოდის, მგლებივით არიან. სიტყვას არ შეგარჩენენ. საშინელებას ვიტანთ საწყალი მასწავლებლები. არაფრის უფლება აღარ დაგვიტოვეს. რის ფასად ვუძლებთ ამ უბედურებას მერე?!“, – ასე აღწერდა თავის ყოველდღიურ მდგომარეობას 60 წელს მიღწეული მასწავლებელი.

 

შესაძლებელია კი ბავშვებს ეხალისებოდეთ სწავლა, უყვარდეთ მასწავლებლები თუ პედაგოგი მათთან ურთიერთობას უბედურებად აღიქვამსრა ხდება ისეთი გაკვეთილზე, სხვადასხვა ნაპირზე რომ გარიყა მოსწავლე და მასწავლებელი?! ხომ არ ამძაფრებს პედაგოგების უარყოფით  განწყობას შეურაცხყოფამდე დაბალი ანაზღაურება?!

 

ასეთ მინიმალურ ანაზღაურებაზე ამხელა პასუხისმგებლობა ძალიან ძნელია და მე ყველა მასწავლებლის მესმის. როდესაც 5-6 გაკვეთილი გაქვს და საკლასო ოთახში 40 ბავში ზის, ეს არ არის მარტივი საქმე, მითუმეტეს უნდა აღმოაჩინო ინდივიდები, უნდა იმუშაო მათთან. რაც შეეხება ბავშვებთან მუშაობის სირთულესყველა თაობას თავისითინეიჯერიყავს. მეც როცა ვიყავი ბავშვი, სულ მესმოდა, „ეს რა თაობა მოდის“. აქ ახალი არაფერია. მაგრამ როდესაც ჩვენი და მოზარდების გზები იკვეთება, უნდა დავტოვოთ ჩვენი დიდი ქალური პრობლემები საკლასო ოთახის გარეთ და შევხედოთ ყოველდღიურობას მათი თვალებით. დიახ, მე ვეცნობი ახალ კომპიუტერულ თამაშებს, რომელიც გამოვა. ვკითხულობს იმ წიგნებს რაც მათ მოსწონთ. ვუსმენ იმ მუსიკას, რასაც ისინი უსმენენ. მე უნდა ვიცოდე რა აინტერესებთ მათ. „თინეიჯერებიყველაზე მეტად მოსაფრთხილებლები არიან. თუ მათ იგრძნეს, რომ არ უყვართ, უკუ რეაქციასაც უნდა ელოდოს მასწავლებელი. რაც უფრო ცუდად შეხედავ მის აზრებს, ის უფრო აგრესიული გახდება. მე თუ დავინახე რომ ვერ ვმართავ კლასს, უინტერესოა ჩემთვის მუშაობა და უბედურებაა, მაშინ სკოლიდან  უნდა წამოვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უბედურებას სხვის შვილებს მოვუტან“, – ამბობს EDU.ARIS.GE -სთან ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე.

 

 

მოსწონთ თუ არა, ეთანხმებიან თუ არა, იზიარებენ თუ არა ბავშვებისა და მოზარდების აზრებს, პედაგოგებს რეალობასთან შეგუება მაინც მოუწევთ. განათლების მინისტრის ღიმილით ნათქვამი საბედისწერო ფრაზა – “თუ ბავშვებს არ ეყვარებით, სკოლას დატოვებთ” – ბევრისთვის შეიძლება  კარიერის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს.

 

http://edu.aris.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია