საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის და საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ირმა ინაშვილსა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შორის გაიმართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირმა ინაშვილმა სტუმარს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ელჩი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის ხედვით დაინტერესდა.
მხარეებმა საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. იანის ზლამეცის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ლატვია მზადაა, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ლატვიაში, საქართველოსა და ლატვიის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი იგეგმება.
„შევთანხმდით, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა ლატვიის საელჩოსთან. ჩვენი ფრაქცია ლატვიის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაცგეგმავს ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.