დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში და თერჯოლაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ფუნქციონირება დაიწყო
2017/01/27 23:28:09

საქართველოს პარლამენტის წევრის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიურომ ტყიბულში და თერჯოლაში ფუნქციონირება დაიწყო.

 

დეპუტატის ბიუროს თანმშრომლები ღია კონკურსის წესით შეირჩა. ტყიბულის ბიუროში სამი თანამშრომელი იმუშავებს, თერჯოლის ბიუროში ორი. რომლებიც ყოველდღიურად შეხვდებიან მოსახლეობას და მათ პრობლემების გადაჭრაში კომპენტეციის და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებიან.

 

ორივე ბიუროს ხელძღვანელად ვალერი ლილუაშვილი დაინიშნა, რომელიც ძირითადად თერჯოლის ბიუროში ნინო ჯანელიძესათან ერთად იმუშავებს. ტყიბულის ბიუროს უფროსი ნიკა წიქრიძეა და მასთან ეთად ბიუროში ხატია ბეროძე და ცოტნე ჯანელიძე მუშაობს.

 

ბიუროები მოქალაქეებისთვის დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს და ასევე შესაძლებელია დაკავშირება ტელეფონით.

 

ტყიბულის ბიურო,მისამართი: ტყიბული კარლო ლომაძის მოედანი N3 გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული ტელ-მობ:597 05 88 22

 

 

თერჯოლის ბიურო,მისამართი: თერჯოლა ჭანტურიას ქუჩა N7 საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული. ტელ:0491 244514 მობ:599374911

 

http://okribanews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია