დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება
2017/01/25 18:34:52

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

 

შეხვედრაზე მინისტრმა   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდიდინამიკის შესახებ ისაუბრა და მიღწეული შედეგისაერთო წარმატებად შეაფასა.

 

როგორც ძი იანჩიმ შეხვედრაზე აღნიშნა,  ჩინეთში  ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და მისი პოპულარობა აქტიურად  იზრდება. 

 

ჩინეთის ელჩმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად შეაფასა დაჩაის კულტურის და სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე „ქართული ჩაი“ და  ყურადღება ქვეყნისთვის ქართული ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა  აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს და სავაჭრო ურთიერთობებს უფრო დინამიურს გახდის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია