დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფიო კილაძე: შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც
2017/01/21 16:22:16

საქართველოს პარლამენტის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადავა, მაგრამ სოფიო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან ამბობს, რომ ჯერ საბოლოო  გადაწყვეტილება  პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

 

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო.

 

ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ.  ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო” - განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით კი საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ მიუღია, მათ შორის, არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

 

როგორც კილაძემ განმარტა, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კილაძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.

 

”ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჟიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი” - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა.

 

”შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია” - განაცხადა კილაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია