დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სერიიდან:
ხელისუფლება ქუთაისელებს: მაკდონალდსთან აშენდება ბრენდული სასტუმრო და თავზე იქნება ეკლესია...
2017/01/18 21:39:57

 

 

 

 

დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტი საკრებულოს რიგით 31-ე რიგგარეშე სხდომის მთავარი საკითხები მაკდონალდსის მშენებლობის თემამ გადაფარა.

 

თუმცა, მანამდე სხდომაზე განიხილეს შემდეგი 3 საკითხი: ქალაქის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ გრანტის მიღება და სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ სესხის აღების საკითხი.

კენჭისყრის შედეგად სხდომაზე განხილული სამივე საკითხი უმრავლესობის ხმების მიხედვით დამტკიცდა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დამტკიცების შემდეგ  უმრავლეობის წევრმა, გრიგოლ ქობალიანმა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, მაკდონალდსის მშენებლობის შესახებ დაუსვა შეკითხვა, რამაც სხდომათა დარბაზში დიდი კამათი გამოიწვია . ამ  თემამ რიგგარეშე სხდომის მთავარი საკითხებიც კი გადაფარა.

 

„ეს ტერიტორია,1400 კვდრატი მოგეხსენებათ, რომ გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ, საკმაოდ ძვირად, 800 000 ლარად. მოგეხსენებათ ისიც, რომ ეს ადგილი ძალიან მოთხოვნადი იყო. ჩვენ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ვგეგმავდით. რადგან ეს მიწა  უკვე სხვა ინვესტორმა შეიძინა, აქ აშენდება მაკდონალსი, მაგრამ გპირდებით, რომ არც ქალაქის, არც ინვესტორის და არც ეკლესიის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვევა.

 

ქუთაისის ამ ცენტრალურ ნაწილში აშენდება მაკდონალდსიც, სასტუმროც და ეკლესიაც. თუ როგორი ფორმა და გადაწყვეტა ექნება, ეს უკვე არქიტექტურის საკითხია. მარტო მაკდონალდსში ინვესტორი დებს 2 მილიონ 800 000 ლარს, რაც ძალიან კარგია ქალაქისთვის, რადგან ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ქალაქში ინვესტიციების მოზიდვა და ხალხის დასაქმეებაა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ  ეს პროექტი ძალიან კარგი იქნება ქუთაისისთვის. აქვე გეტყვით, რომ მაკდონალდსის შენობა მაქსისიმუმ 7 მეტრი იქნება, ამიტომ საათი თავის ადგილზე დარჩება. რაც შეხება კიბეს, ისიც დარჩება,ოღონდ ოდნვ შემცირდება და გალამაზდება.“ - განაცხადა შოთა მურღულიამ

 

მერს საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე შეეპასუხა: „თქვენ რომ მოგენდომებინათ და ეს ტერიტორია გამოგეთხოვათ და დაგემტკიცებინათ ქუთაისის საკუთრებაში, ისტორიაში შეხვიდოით, როგორც ღირსეული მერი. ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ შეგეძლოთ. თუ უპატრონო ძაღლების სასაფლაოსთვის შეძელით მიწის გამოთხოვა, ეს საკითხიც უნდა მოგეგვარებინათ. მე პირადად ვიქნები იმ ხალხის გვერდით, ვინც გააპროტესტებს ამ მშენებლობას.“

 

მაკდონალდსის მშენებლობაზე თავისი აზრი გამოთქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია  უკლებამ: „რაც მეტი ადამიანი დასაქმდება ქალაქში, ეს არის ცალსახად კარგი, თუმცა პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს არანაირი პროექტი. ეს ყველაფერი ჰგავს სადღეგრძელოებს და ყველაფერი მიდის ქაოსურად, რაც ქმნის პრობლემას“.

 

„ეს ტერიტორია დიდი ხანია,  თავისუფალიია და ბევრი ინვესტორის ინტერესიში იყო, მაგრამ ვერცერთმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რის გამოც 10-15 წელი იყო რაღაცის ამაოდ  გაკეთების მცდელობები.. ახლა იცით გამარჯვებული პროექტის მაკდონალდსის შესახებ. ჩემთვის მთავარია, შენარჩუნებული იყოს ის ქუთაისური რელიქვიები, რომელიც ამ ტერიტორიაზეა განთავსებული. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებით დამთავრდება და ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი კუთხე შეემატება. რასაკვირველია, უნდა მოხდეს საერთო ინტერესების გათვალისწინება, თუმცა ყველა ადამიანის სურვილის დაკმაყოფილება უბრალოდ ვერ მოხერხდება.“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემ.

 

„მაკდონალდსს რაც შეეხება, ეს არის ჯერ მუშა პროცესი. თუ პროექტი იმ ფორმით განხორციელდება, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, მაკდონალდსის იერსახე და დიზაინი  იქნება ძალიან ლამაზი, ეს ადგილი გამწვანდება და განაშენინდება. აქვე აშენდება ბრენდული სასტუმრო და თავზე იქნება ეკლესია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ საკმაოდ კარგი კომპოზიცია“ - ასეთი წარმოდგენა აქვს საკრებულოს  თავმჯდომარეს, დავით დვალს ქალაქის ცენტრში დაგეგმილ მშენებლობაზე.

 

ჩვენ კი დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფალთა ეს „ბლა-ბლა-ბლა“  ქუთაისელთა პროტესტს ვერ ჩაახშობს... თუმცა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

 

მაგდონალდსის თემასთან დაკავშირებით ჩვენი რედაქცია ეკონომიკის სამინისტროსგანაც ელოდება შეკითხვების პასუხებს და უახლოეს დღეებში  უფრო კონკრეტულ მასალებსაც მოგაწვდით.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია