დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახი კალაძე: გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ
2017/01/18 21:13:11

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო ატეხილ აჟიოტაჟს დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობამგაზპრომთანმიმართებაში რაციონალური ნაბიჯები გადადგა, ხოლო გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ.

 

ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით დღეს ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგაგაზპრომთანმიმართებაში“ - განაცხადა კახი კალაძემ.

 

მისივე თქმით, არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ  მოსახლეობისთვის  განმარტავს კიდევ ერთხელ ამ მოლაპარაკებების შედეგ.

 

ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია” - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.  

 

მინისტრის თქმით, ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ ბენეფიტები, მსგავსი პოპულისტური განცხადებებით. კალაძე მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ამ თემაზე აჟიოტაჟი ატეხა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება  სასარგებლო საქმეებითაც არის შესაძლებელი.

 

პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდით დგომის მოპოვება გსურთ, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული ქმედებებით” - აღნიშნა კალაძემ.

 

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება საჯარო გახდეს, მინისტრი ამბობს, რომ ეს  შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება.

 

”ბოლო დროს არასწორი განცხადებები ისმის, თითქოს ეს ხელშეკრულება არის გრიფით „საიდუმლო“. გრიფით „საიდუმლო“ სხვა ხარისხის კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებაში. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება. თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში არის კომერციული საიდუმლოება” - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია