დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რომან გოცირიძე: გალარება სინამდვილეში არის ბანკებისადმი მხარდაჭერის ერთჯერადი კამპანია
2017/01/18 19:48:31

როგორც ყოველთვის და როგორც ყოველთვის არასწორად, ლარის სწრაფ გამყარებას ან გაუფასურებას რაღაც მოვლენას მიაწერენ ხოლმე. ასეა ახლაც-ლარის ბოლო პერიოდის გამყარება სესხების დოლარიდან ლარში გადატანის მოსალოდნელ კამპანიას მიაწერეს. არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ჯერჯერობით არ არის - წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ facebook-ში. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გალარება სინამდვილეში არის ბანკებისადმი მხარდაჭერის ერთჯერადი კამპანია.

 

სამომავლოდ ეს შეიძლება გახდეს ლარის გამყარების მიზეზი, თუ ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები დროებით გადაწონა გალარების პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობამ. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს ირიბ ინტერვენციებს და ნაცვლად საბაზრო ფასით უცხოური ვალუტის სავალუტო ბირჟაზე გაყიდვისა, პირდაპირ აძლევს დოლარებს კომერციულ ბანკებს. ამით მცირდება ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები.

 

გალარება სინამდვილეში არის ბანკებისადმი მხარდაჭერის ერთჯერადი კამპანია:

 

-ბანკებს ბიუჯეტიდან აძლევენ 65 მილიონ ლარს და ისინი არაფერს კარგავენ, პირიქით გადახდისუნარიანობა დაკარგული კლიენტების ფულის ნაწილს მთავრობა უფარავს მათ;

-ბანკებს ეროვნულმა ბანკმა ასესეხა 400 მილიონი ლარი;

-ბანკები ამ ნასესხები ფულით იყიდიან იაფი კურსით უცხოურ ვალუტას, ანუ სავალუტო ბირჟაზე იქნება ნაკლები მოთხოვნა დოლარებზე, რადგან ეროვნულმა ბანკმა მათთვისსპეცჯიხურიგახსნა საკუთარ შენობაში.

 

მოკლედ, როგორც იტყვიან, ბანკებისთვის უსვრია ბღუჯაფული ავრორას. მონეტარული შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მოჰყვებოდა ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით. ამ მასშტაბის ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში ლარის გაუფასურების მეორე ტალღა არც იქნებოდა.

 

მაშინ ინტერვენციებზე უარის თქმას თეორიულად ასაბუთებდნენ, ახლა რეზერვების ხარჯვას ლარიზაციით გაამართლებენ, ისევე, როგორც ბიუჯეტიდან უსარგებლოდ და უსამართლოდ გასროლილ 65 მილიონ ლარს.

 

საბოლოო ჯამში კი, ლარის შესაძლო გამყარებას ამ ძვირადღირებულ აქციას მიაწერენ. არა და ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა. თუმცა, მაშინ რეზერვები ხელშეუხებელი მარაგი იყო, ახლა კი გალარების მსხვერპლი“ - წერს რომან გიცირიძე სოციალურ ქსელში.

 

უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა საქართველოს მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა დადგენილებით. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს. მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა.

 

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

 

ქუმსიშვილის თქმით, სესხების გალარების სუბსიდირება შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40,000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, თუკი სესხი ამ თანხაზე მეტია, მოხდება 40,000 აშშ დოლარის სუბსიდირება, დარჩენილი თანხა მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით,  ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს. რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია