დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
2017/01/18 18:08:04

ბორჯომში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბრეგაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პარიზის გლობალური სამიტის შედეგები და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ახალი პერსპექტივები, საქართველოს ღია პარლამენტის 2015–2016 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ანგარიშები, ასევე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

 

დღევანდელ შეხვედრაზე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, პარლამენტის აპარატის უფროსმა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია