დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში
2017/01/18 12:55:29

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

 

კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 65 %-მა  სწორი პასუხი გასცა, 8% -მა - არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

 

NDI- კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ვეყნის ქართულ,  სომხურ  და  აზერბაიჯანულენოვან  მოსახლეობას შორის (ოკუპირებულიტერიტორიების გამოკლებით).  კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.

 

 

NDI-ის კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ, ხოლო კვლევა  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩაატარა CRRC-საქართველო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია