დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალაქი ჰამბურგერი არ არის“- ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ!
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/17 19:54:13

 

„ქალაქი ჰამბურგერი არ არის“, „დაიცავით ჩვენი უფლება ქალაქზე“,  „კერძო ინტერესები ქუთაისის წინაღმდეგ“ - ამ ტიპის გზავნილებით გააპროტესტეს ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მშნებლობა ქალაქში  მოქმედმა არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.


ქუთაისის ცენტრში ახალი კვების ობიექტის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან მათთვის ისტორიულ ადგილას  „მაკდონალდსის“ აშენება მიუღებელია.


მათი თქმით, მშენებლობა ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. გარდა ამისა, ადგილობრივთა ნაწილისთვისამ მიზეზის გამო მოედანზე არსებული ტრადიციული ისტორიული საათის გადატანაც მიუღებელია.


სამღვდელოება კი ამ ადგილზე ეკლესიის აშენებას ითხოვს.  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, გოგი წულაიამ, პროტესტის ნიშნად მაკდონალდსის მაკეტი ჩამოგლიჯა და განაცხადა,თუ ეს შენობა მაინც აშენდება, მომავალში მის მინებს ჩაამსხვრევს. აქციის ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფი შექმნას, მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას და საპროტესტო გამოსვლებს  კვლავ გეგმავენ.


 „მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს და ხელისუფლებას - ქვეყანა თავზე რომ გენგრევათ, ჭყონიას იმ ფულის, 20 000ლარის გადახდა აიძულეთ, რომელიც  ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, პირველი მაკდონალდსის აშენების სანაცვლოდ, უსახლკაროებისათვის უნდა მიეცა ბინების ასაშენებლად.


მივმართავ მოსახლეობას, გამოფხიზლდით!  ეს ადგილი არის ქუთაისის  ისტორიული ნაწილი, აქ დავით აღმაშენებელი დადიოდა, აქ არის მე-19 საუკუნის შენობები და ნუ მისცემთ ვიღაც ოლიგარქებს ქუთაისის სილამაზის წაღების საშუალებას. მე პირადად არ დავნებდები , ბოლომდე ვიბრძოლებ!“ -განაცხადა გიორგი წულაიმ. მან ასევე ჭავჭავაძის გამზირზე აშენებული მაკდონალდსის შენობაც ახსენა და მას სიმახინჯე უწოდა.


როგორც აქციაზე გაჟღერდა, ეს ისტორიული ადგილი რატომღაც ქუთაისის ბალანსზე არ იყო და ის ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა  ბიზნესმენ თემურ ჭყონიას,რომელიც საქართველოში მაკდონალდსის ქსელის მფლობელია.


"ეს აქცია არის უკიდურესი აღშფოთების შედეგი, იმის  გამო, რაც ბოლო პერიოდში ქალაქში ხდება. იყიდება  ქუთაისის საუკეთესო, ისტორიული ტერიტორიები და  შენდება ამ პატარა ქალაქისათვის შეუსაბამო შენობები. დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიის ჩალის ფასად გაყიდვას და აქ დაგეგმილი კვების ობიექტის მშენებლობას.

 

ეს ტერიტორია არის ქალაქის წითელი ზოლი და ჩვენ არ შევეგუებით არცერთ მშენებლობას, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ქალაქის სპეციალურ სამსახურებთან,ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 

სამწუხაროა თვითონ ის ფაქტი,რომ ქალაქს არ ჰყავს არქიტექტორი. ამ ტერიტორიის გაყიდვის გამო აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი ეკონომიკის სამინისტროს და ხელისუფლებას“ - განაცხადა მწერალმა ცირა ყურაშვილმა.


 

აქციაზე ითქვა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე დაგეგმილი „მაკდონალდსის“ პროექტი, კულტურის სამინისტროსთან ჯერ კიდევ არა შეთანხმებული.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია