დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მატყლი უკვე ევროპის ბაზარზეა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/16 15:09:01

ქართული მატყლი, როგორც პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მსოფლიოში უმსხვილესმა მატყლის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთში მდებარეობს და მატყლს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან იბარებს, პროდუქციის ხარისხი დადებითად შეაფასა.


მატყლის ევროპის ბაზარზე გატანის საკითხზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია ‘მერსი ქორის’ პროგრამამ ‘ალიანსები მცირე კავკასიაში’ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით. პროგრამა 2014 წლიდან მუშაობს შპს ‘ქართული მატყლის კომპანიასთან’, რომელიც მატყლს ფერმერებისგან იბარებს.

 

კომპანიამ  მატყლი გაიტანა ინდოეთსა და უკრაინაში, ევროპის ბაზარი კი უფრო მიმზიდველი იყო, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან   მთელი რიგი ღონისძიებები იყო გასატარებელი. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და პროგრამის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება და უკვე 2016 წლის   თებერვლიდან  კომპანია მესამე ქვეყნების სიაში შევიდა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მატყლის ექსპორტის ნება დაერთო.

 

 შპს ‘ქართული მატყლის კომპანიას’  დახმარებას უწევს  „მცირე კავკასიი სალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით. ორგანიზაცია  მატყლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში ‘ვეტერინარული და სანიტარული წესების არასასურსათო დანიშნულების მეცხოველეობის პროდუქციის’  წარმოების შესაბამისობის მიღწევაში ეხმარება.

 

საწარმო აღიჭურვება  ახალი თანამედროვე დანადგარებით, რაც ხელს შეუწყობს მატყლის სათანადო ტექნოლოგიებით დატუკვასა და შეფუთვას. აღნიშნული ღონისძიებები საწარმოს დაეხმარება დაამყაროს სტაბილური ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობები არსებულ და პოტენციურ ექსპორტიორ ქვეყნებთან.

 

მატყლის ინდუსტრიაში უმსხვილესი კომპანია კვირაში 1000 ტონა მატყლს აწარმოებს, საქართველოში კი წელიწადში მხოლოდ 2000 ტონამდე მატყლის რესურსი არსებობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია