დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, ექიმები კი მის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ
2017/01/12 00:37:45

ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. თუმცა გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით უკვე დაიწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია