დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონის კულტურის ცენტრმა ეკომიგრანტების გამოფენას უმასპინძლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/01/06 00:56:33

ხონის კულტურის ცენტრში პროექტის "ეკომიგრანტები უფლებებისთვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აქვე შედგა ეკომიგრანტების ნაქარგების გამოფენა გაყიდვა და პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მედია კონკურის გამარჯვებულების დაჯილდოვება.

 

პროექტი რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავდა.

 

მედიაკომპონენტის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მოეწყო ტრენინგი, რომელსაც ექსპერტი მელანო ტყაბლაძე უძღვებოდა. 19 ნოემბერს, ტრენინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები ხონში, დედალაურის თემში მცხოვრებ ეკომიგრანტების პრობლემებს ადგილზე გაეცვნენ. 20 ნოემბრიდან კი ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდა თემაზე „ეკომიგრანტები უფლებებისთვის.“ კონკურსში გაიმარჯვეს და პრიზები დაიმსახურეს ჟურნალისტებმა: თათა კაჭკაჭიშვილმა (რადიო "თავისუფლება), ლანა კოკაიამ (ინტერნეტგამოცემა "ქუთაისიპოსტი") და აჭარის ტელევიზიამ.

 

მეორე კომპონენტი ეკომიგრანტი ქალებისთვის ხელსაქმის შესწავლის გაკვეთილების ჩატარების ორთვიან კურს მოიცავდა. მათ შეძლეს ორი თვის მანძილზე შეესწავლათ ქარგვა ძაფით, ბისერებით და ალამასებით. პროექტში სულ ჩართული იყო 21 ქალბატონი და მომზადდა 26 ნამუშევარი. ეკომიგრანტები უფლებებისთვის - პროექტი 4 თვის მანძილზე ხორციელდებოდა ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში დასახლებული ეკომიგრანტების სოციალური გაძლიერების მიზნით და მათი პრობლემების ადვოკატირებისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.

 

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა ორგანიზაციების, მასმედიის და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია