დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი!"
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/01/02 16:43:51

მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" ყველას გილოცავთ ახალი, 2017 წლის მობრძანებას და გენიალური ნიკო ფიროსმანის ნახატითა და ჩვენი უსაყვარლესი დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სიტყვებით გლოცავთ:


"ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელიპურით, მარანიღვინით, ახორისაქონლით, რიაფრინველით და გული - სათნოებით.

 

ააჟრიამულე ეზოკარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს!

 

მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია