დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში თოვლის დნობამ პრობლემები შექმნა
2016/12/27 23:12:29

ტყიბულში თოვლის საფარმა დნობა დაიწყო,რომელიც დეკემბრის ინტესნიური თოვის შედეგად თითქმის ერთ მეტრს აღწევდა. დნობის შედეგად ქალაქის ქუჩებში წყლის ტბორები დგას-აგრარული ბაზრის, ცენტრალური სუპერმარკეტებისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,  რაც გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის როგორც ავტომანქანებს, ასევე -ფეხით მოსიარულეებს.

 

      ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქის შიდასაუბნო გზებზე,საფეხმავლო ბილიკიბეზე და შიდასასოფლო გზებზეც იგივე მდგომარეობაა, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ გადაადგილებისას.


        ასევე თითქმის ორიკვირაა, წყალი არ მიეწოდება სოფელ საწირესა და რამდენიმე სოფელს. როგორც ამბობენ, წყლის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო,რომლის შეკეთებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.


 

    მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს შექმნილი მდგომარეობის გამო და იმედი აქვთ, რომ შესაბამისი ორგანოები შეძლებენ, სათანადოდ მოაწესრიგონ ქალაქის როგორც ცენტრალური, ასევე - საუბნო და შიდასასოფლო გზები და აღდგება წყლის მიწოდება სოფლებში, რომ სადღესაწაულო დღეებში ისედაც მძიმე სოციალური პირობების გამო, მცირე დანაზოგებით შეძლონ ახალ წელთან მომზადებულად შეხვედრა.


გიორგი სულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია