დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების უფლებების დასაცავად მრგვალი მაგიდა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/17 19:57:48

16 დეკემბერს რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, პროექტ „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრას ხონში მცხოვრები ეკომიგრანტები, არასამთავრობო სექტორის,  ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელები, საკრებულოს წევრები და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა და ის პრობლემები გამოკვეთა, რომელიც ხონში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აწუხებთ. „ხუთი პრობლემა გამოიკვეთა ესენია: გზის და ტრანსპორტის მოგვარება, საცალფეხო ხიდის აღდგენა, საკმარისი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და გაზიფიცირება. პირველი სამი საკითხი ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს და დღეს ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება ადგილობრივმა თვითმართველობამ დაგვპირდა და საჭირო ტანხები ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ხოლო საცხოვრებელ ფართებით დაკმაყოფილებაზე სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი წარმოადგინა. რაც შეეხება გაზიფიცირება ეს საკიტხი ღიად რჩება“ - აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.


შეხვედრაზე გადაწყდა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ეკომიგრანტებიტ, მედიის, არასმათავრობო და სამათავრობო წარმომადგენლებით. სამუშაო ჯგუფი პერიოდულად შეიკრიბება და სამუშაო გეგმის სტარტეგიას შეიმუშავებს.


პროექტი „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ ხონის მუნიციპალიტეტში 4 თვის მანძილზე ხორციელდება, რომელიც დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია