დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რომში მცხოვრებმა ქართველებმა "ვეფხისტყაოსნის" იუბილე აღნიშნეს (VIDEO)
2016/12/12 02:53:11

იტალიის დედაქალქში, რომის ისტორიულ პარკში "Villa Borgese"- ში  მსოფლიოს უკვდავ მწერალთა შორის ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ბიუსტი 2010 წლის 9 აპრილიდან დგას. წელს კი  შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღი რომშიც აღინიშნა.

 

დასავლეთ ევროპის მიტროპოლი აბრაამის ( გარმელია ) კურთხევით, საქრთველოს საელჩოს თანადგომით და რომის სამრევლოს მონაწილეობით 11 დეკემბერს იტალიის დედაქალაქ რომში  via Della Madonna dei Monti 69 - ში  შედგა შოთა რუსთაველის   "ვეფხისტყაოსნის " საიუბილეო საღამო.

 

ერთი საუკუნის უკან, 11 დეკემბერს ვარშავაში სამეტროპოლიტო რეზიდენციაში ჩატარდა შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეო საღამო, სადაც მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძემ მიმართვა გააკეთა. ის საუბრობდა  რომ "ვეფხისტყაოსანი" ქართველი ერის მეორე სახარებაა.

დღეს კი, ჩვენ  გვქონდა პატივი, ერთი საუკუნის უკან ნათქვამი გრიგოლ ფერაძის მიმართვა მოგვესმინა, რომის  ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარის არქიმანდრტ იოანესაგან (ხელაია ).

 

 

ვეფხისტყაოსნის საღამო თემატურად ძალინ მდიდარი იყო.  ისტორიული მიმოხილვა პოეტის ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ საკითხებზე,  პროლოგი - მიმართვა უფალს, დიდება და ქება თამარზე და დავით სოსლანი., შაირობა. , მიჯნურობა, მეგობრობა, თარგმანები, შოთა და თანამედროვეობა, რუსთაველის ენა და ოქროს კვეთა, გიორგი წერეთლის კვლევა 1972 წელი, გენდერული თანასწორობა და ქალთა სახეები, ავთანდილის ანდერძი...

 

საღამოს მონაწილეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები "ვეფხისტყაოსნიდან", ასევე ისაუბრეს შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ეპოქასა და ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე. საღამოს ალამაზებდა  სერგო ქობულაძის ილუსტრაციები "ვეფხისტყაოსნიდან" და ამ საღამოსთვის სპეციალურად ბრენდირებული  მაისურები, შოთა რუსთაველის სურათით და უკვდავი აფორიზმებით.

რუსთაველის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები: ელჩი, ბატონი კახა სიხარულიძე, მეუღლითურთ, კონსული, ბატონი ვახტანგ ანდღულაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ქალბატონი სოფო ქარცივაძე.

ბატონმა ელჩმა რომში მცხოვრებ ქართველებს და ღონისძიების ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა, რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად  ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.

 

 

 

 

მირანდა დოლაბერიძე

psnews.ge-ს კორესპონდენტი იტალიაში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია