დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი კალანდია ქართული შავ-ბნელი ისტორიების მიჩუმათების წინააღმდეგია
2016/12/10 21:20:22

 ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში მეტად დამაფიქრებელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოს ისტორიაში მხოლოდ დიდებული და ჰეროიკული წარსული არ უნდა ისწავლებოდეს და ჩვენს თაობებს წარსულის შავ-ბნელი ეპიზოდებიც უნდა ვასწავლოთ, თორემ, მაშინ ეს ყველაფერი თავის მოტყუებას უფრო გავს.

გთავაზობთ გიორგი კალანდიას თვალსაზრისს სრულად.

 

"გვახსოვდეს მხოლოდ ჩვენი დიდებული და ჰეროიკული წარსული დიდი შეცდომაა, ეს თავის მოტყუებას უფრო ჰგავს! უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორიის მძიმე და სასირცხვილო მომენტებიც, მას უნდა ვასწავლიდეთ იმისათვის რომ მომავალი უკეთესი იყოს!

 

სამწუხაროდ ჩვენ ჩვენი ისტორიის შავი ფურცლების დავიწყება და მიჩუმათება გვიყარს, ასე მოხდა ჩემს თვალწინ როცა "ტყვეთა სყიდვაზე" საუბარი ჯერ ნელ-ნელა შეწყდა და შემდეგ კი საერთოდ გაქრა! არადა ეს ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი მომენტია, ისეთივე შავბნელი როგორც ევროპისათვის ინკვიზიცია, თუმცა ისინი ჩვენგან განსხვავებით ამას არ ჩქმალავენ, ამაზე დღემდე საუბრობენ! არ ვიცი დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწერა კი ერთი წიგნი ან დაიცვა ვინმემ ერთი დისერტაცია მაინც ამ საშინელ სენზე!? არა მგონია, ეს სენი კი ტყვეთა სყიდვა იყო, ჭირი რომელშიც ქართული თავადაზნაურობა და ეკლესია ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა.

 

თავადაზნაურობის და სასულიერო მოღვაწეთა დღეს დამკვიდრებული ჰიპერბოლირება წარსულის ამ სენს თითქოს გვავიწყებს. ეს კი მიუღებელია! ამ დიდი ქართული უბედურების შესახსენებლად ერთ, საქართველოში უცნობ ფრაგმენტს გთავაზობთ, რომელიც მამაჩემმა პროფესორმა ბორის კალანდიამ 1793 წლის ევროპული გამოცემიდან თარგმნა, ამ სიტყვების წაკითხვამ შემზარა და კიდევ ერთხელ დამანახა თუ რა მძიმე ისტორია გვქონდა :"და ბოლოს ქართველები ისე დაეცნენ, რომ გადალახეს სირცხვილი და თავს ლაფი დაისხეს: მამები და დედები მათ შთამომავლებს თურქებზე ყიდიდნენ! - ბევრს სხვა არაფერი საქმე არ ქონდა, გარდა ბავშვების მოპარვისა და თურქებისთვის გადაცემისა. ქორწინების ცერემონიებზე და ეკლესიაშიც კი იმაზე ლოცულობდნენ, რომ მეტი მოდგმა ყოლოდათ და, შესაბამისად, მეტი ვაჭრობის საშუალება მისცემოდათ. პრინცებიც კი თავიანთ ქვეშემდრომებს შვილებს მხოლოდ იმისთვის სტაცებდნენ, რომ უმწეო ყრმები ფულად ექციათ".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია