დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმების საექსპოზიციო დარბაზი გაიხსნა
2016/12/07 21:33:04

5 დეკემბერს, ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმებისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი საექსპოზიციო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.


საზოგადოებას საშუალება ექნება ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტუმი იხილოს.


ექსპონატებს ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, პროფესიონალი რესტავრატორების მიერ, ექვსთვიანი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდათ.

 

უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა როგორც ძვირფასი ქსოვილი, ასევე დაკარგული ოქროსა და ვერცხლის ფირფიტები. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა. სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი გამოიყენეს, ასევე 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა. 


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. უნიკალური ექსპონატი, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიკერა და რომელიც საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო განადგურების წინაშე იდგა. რესტავრაციისას მას 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი დაუმაგრდა.


გარდა აღნიშნული კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილი იქნება მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს მე-18-19 საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა. 


აღსანიშნავია, რომ ეროვნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა უზრუნველყო. ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი, სადაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ კონტროლის აპარატები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია