დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შშმ პირთათვის მცხეთის ისტორიული ძეგლების ადაპტირება დაასრულა
2016/12/07 11:50:20

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მცხეთის ისტორიული ძეგლების ადაპტირება დაასრულა.


პროექტის ფარგლებში შშმპ პირთათვის მოეწყო შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი. უსინათლოთათვის ეკლესიასთან განთავსებულია ტაძრის მაკეტები და სპეციალური დაფა ბრაილის შრიფტით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მონასტრების შესახებ, ეკლესიის მაკეტზე ხელის შეხებით უსინათლოები აღიქვამენ თუ სად იმყოფებიან, ეტლით მოსარგებლეებისათვის კი ეკლესიის შესასვლელთან პანდუსია დამონტაჟებული.

 

ადაპტირდა სამთავროს დედათა მონასტერიც, შესასვლელთან შიომღვიმის მსგავსად განთავსებულია ეკლესიის მაკეტი და დაფა ბრაილის შრიფტით. ეკლესიის ეზოში არსებული საეკლესიო მაღაზია და მუზეუმი სრულიად ადაპტირებულია. ეკლესიაში შესვლა ( პორტატული მოძრავი) პანდუსის საშუალებით შეიძლება.

 

ეკლესიის მაკეტი და დაფა ბრაილის შრიფტით განთავსდა სვეტიცხოვლის შესასვლელთანაც. ეტლის მოსაგებლეებისთვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტიც, რომლითაც ისინი ცენტრალური შესავლელით ეზოში ჩადიან.

 

ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, შენობის შესასვლელი ასევე ადაპტირებულია.

 

პროექტის ფარგლებში ადაპტირდა ანტიოქიის ტაძარიც.

 

„ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა, ამ მიზნით მცხეთა სრულიად ადაპტირებული გავხადეთ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლებისათვის, გაზაფხულიდან კი დაიწყება წყალტუბოს ადაპტაცია ამ მიმართულებით. ჩვენ ვატარებთ სპეციალურ ტრენინგებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ასევე ვმუშაობთ ტურების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით, კახეთში სიღნაღის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებთან ერთად მომზადდა ინკლუზიური ტურისტული პაკეტები.“ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია