დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/23 12:16:00

ქუთაისის  ოპერის თეატრში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა,სახელწოდებით - „გიორგობა იმერეთში“ .ფესტივალი მეოთხე წელია რაც ტარდება  და  წელს პირველად გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა. ფესტივალს ოპერის თეტრმა უმასპინძლა და მასში16-მა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა,როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე - თბილისიდან და ქუთაისიდან.

 

ფესტივალის შესახებ გვესაუბრა მისი  ორგანიზატორი და დამფუძნებელი ნარგიზა კიბაბიძე:

 

„მეოთხე წლია, რაც აღნიშნული ფესტივალი იმართება.  ყოველ გიორგობას ჩვენ ვატარებთ რეგიონალურ კონცერტებს და ამ ფორმით გიორგობის დღესასწაულს ვულოცავთ ქალაქს. წელს ფესტივალში   მონაწილეობს 16 ანსამბლი.  თუმცა გვაქვს ერთი პრობლემა: ქუთაისში არ არის საკონცერტო დარბაზი, ამიტომ კონცერტებს ვმართვთ თეატრებში თუცა, ვერც ოპერის თატრის სცენა და ვერც დარბაზი ვერ გვყოფნის ხოლმე, რადგან ფესტივალის მიმართ ინტერესი დიდია. იქნებ გაითვალისწინონ ეს საკითხი მომავალი წლისთვის,რატა თავიდან ავირიდოთ არაორგნიზებულობა. ფესტივალის ყოველწლიურად მხარს უჭერს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება,რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.“

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია