დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქცია-კვირეული დაიწყო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/26 00:00:57

ქუთაისში მერიის მიმდებარენტერიტორიაზე,შრომის ძეგლთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კულტურულ-ჰუმანიტარული  ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით აქცია მოეწყო,რომელშიც ყველა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.


 „STOP ქალთა მიმართ ძალადობას!“ „ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“  „ძალადობა ბოროტებაა! „ იგრძენი პასუხისმგებლობა, შეაჩერე ძალადობა!“ „ ქალს აქვს ბედნიერების უფლება!“  - ამ ტიპის მესიჯები გაუგზავნეს   საზოგადოებას აქციაზე შეკრებილმა ქალბატონებმა.

 

ჩვენ ვესაუბრეთ ფონდი „ სოხუმი“-ს საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელს ლალი შენგელიას: „ 25 ნოემბერი არის ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეიდან მთელს მსოფლიოში იწყება 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ეწოდება 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ.

ჩვენ ვართ ფონდი „სოხუმი“, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია. 20 წლიანი ისტორიით. 2001 წლიდან ჩართული ვართ ამ კამპანიაში და ყოველ 25 ნოემბერს ვმართავთ აქციას."


 

 შგახსენებთ, ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ         2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია.

 

ლიკა დევდარიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია