დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკომიგრანტი ბერიძეების ექვსსულიანი ოჯახის ერთოთახიან ქოხში ისე წვიმს, როგორც გარეთ...
2016/11/22 01:56:54

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული 35 ათასი ოჯახი ცხოვრობს,რომელთა უმრავლესობაც სოციალურ, ეკონომიკურ ან საცხოვრებელი ფართით დახმარებას საჭიროებს.

 

ეკომიგრანტად მიიჩნევა ოჯახი,რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დაზიანებულია ან აღდგენას არ ექვემდებარება. ასევე, ეკომიგრანტებად მიიჩნევა ის ოჯახებიც,რომელთა სახლები დაზიანებული არ არის, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, ზვავი) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.


ეკომიგრანტების  მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი,რომ საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს „ეკომიგრანტის“ ერთიანი განმარტება და ის ადამიანები,რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული არიან, ფაქტიურად, არანაირი უპირატესობებით არ სარგებლობენ.


სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებს ევალებათ, ადეკვატური ზომები მიიღონ, თუმცა პრობლემა 20 წელზე მეტია, მოუგვარებელია.


არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვრობო ქსელების(CENN)-ის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში არსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მედიატურის ფარგლებში ვეწვიეთ ხონის მუნიციპალიტეტის დედალაურის თემში არსებულ ეკომიგრანტთა დასახლებას.


ეს ოჯახები 22 წელია, რაც სტიქიით დაზარალების შმდეგ, აჭარიდან ხონში გადმოსახლდნენ, თუმცა არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ, რადგან არა აქვთ სახელმწიფო დონეზე აღიარებული ეკომიგრანტის სტატუსი. ცხოვრობენ   გაუსაძლის პირობებში, არ აქვთ ბუნებრივი აირი, ცხელი წყალი, გარე განათება და ა.შ  დასახლებამდე მისასვლელი გზა არის ცუდ მდგომარეობაში. კვირაში მხოლოდ ორჯერ შეუძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქში ჩასვლა. რამდენიმე ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარებაც.


განსაკუთრებით უჭირს, ბერიძეების 6 სულიან ოჯახს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშებთან ერთად, ხის ერთოთახიან ქოხში ცხოვრობენ. „წვიმიან ამინდში სახლშიც ისე წვიმს,როგორც გარეთ. ვთხოვთ სახელმწიფოს გამოგვიყოს ნორმალური ფართი საცხოვრებლად ან დაგვასაქმონ,რომ ჩვენი სახსრებით შევძლოთ სახლის ყიდვა“- განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მზია ბერიძემ.


ამ დასახლებებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი საგრძნობლად მაღალია, განსაკუთრებით  უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს.


„ ამ ადამიანებს, ფაქტობრივად, არ აქვთ საცხოვრებელი პირობები. ისინი რეალურად ქოხებში ცხოვრობენ. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს მათი სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი ორგანიზაცია გარკვეული პერიოდი აკვირდებოდა და სწავლობდა ამ ოჯახების პრობლემებს, ამიტომ გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დააწაყება, რომელიც 5 თვე გაგრძლდება. ჩვენ პროექტის დასრულებისთანავე არ შევწყვეტთ ამ ადამაინებთან ურთიერთობას და ვეცდებით, შევქმნათ  მცირე საწარმო,რომელშიც ისინი დასაქმდებიან. იმედია, მცირე წვლილს მაინც შევიტანთ ეკომიგრანტების ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ, რეგიონალური ინიციატივების ცენტრის დამფუძნებელმა და პროექტის “ეკომიგრანტების უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.


შეგახსენებთ,1989 წლის აპრილში აჭარის რეგიონში მომხდარმა მეწყერმა, ძირითადად, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა.

 

 

სტიქიური უბედურების გამო, მოსახლეობის მიგრაცია აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის, ხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია