დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/11/18 13:53:01

დღეს ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ახალ პარლამენტს აქციების ფონზე მოუწია პირველი სხდომის დაწყება. პარლამენტის შენობის წინ  შეიკრიბნენ პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და იპოთეკით დაზარალებულები. მათი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს ფუნდამენტური კანონები და აუცილებლად გაატარონ ცვლილებები შრომის კანონმდებლობის, განათლების, ნარკოპოლიტიკის სფეროში.

 

 

 პარლამენტის სხდომას ესწრებიან: 150-ის ნაცვლად, 141 დეპუტატი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, კათალიკოს პატრიარქი, მღვდელმთავრები, მთავრობის წევრები, საერთაშორისო მისიების დამკვირვებლები, ქუთაისისა და იმერეთის პირველი პირები.

 

 სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. 

 

„დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით  აღნიშნა, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს.

 

 „ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან“.

 

გიორგი მარგველაშვილმა თავის მიმართვაში რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი:

 

ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთანდ აკავშირებით და აღნიშნა,რომ  საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს,  მაგრამ მთავარია, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება არ მოხდეს, ამიტომ  კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა  აუცილებელია.

 

„მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის  თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს.

 

 მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების  მექანიზმების გამყარებაა, და არა  ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს თავისუფალი და პლურალისტული მედია განსაზღვრავს. მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

 

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტი თავის მოხსენებაში ქვეყნის სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მან პრიორიტეტულ საკითხად განათლება დაასახელა და 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია